სასწავლო დაწესებულების მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა N 1132
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სასწავლო დაწესებულების მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა N 1132
ფაქტობრივი გარემოებები
•სასწავლებელი მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების პაკეტს, რომელიც მოიცავს: განათლების მომსახურებას, ტრანსპორტით უზრუნველყოფას, ექიმ-ფსიქოლოგის მომსახურებას, კვებას და დაცვას
•სასწავლებლის მიერ განათლების, ექიმ-ფსიქოლოგის და კვებითი მომსახურება გაწეულია საკუთარი ძალებით. სატრანსპორტო და დაცვის მომსახურება შეძენილია სხვა პირებისგან
•სასწავლებელმა მის მიერ გაწეული მომსახურება სსკ-ის 230-ე მუხლის საფუძველზე არ დაბეგრა დღგ-ით
შეფასება
•სასწავლებელს მომხმარებლებისგან მიღებული თანხებიდან უნდა გამოეყო კომპენსაციის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია თავისი ძალებით გაწეულ სამედიცინო და კვებით მომსახურებისთვის, რადგან ეს მომსახურება ვერ იქნება განხილული სწავლების შემადგენელ ნაწილად
•სსკ-ის 230 (1, „ს" და „უ") მუხლის თანახმად განათლებისა და სამედიცინო მომსახურება გათავისუფლებულია დღგ-ისგან
•შეძენილ სატრანსპორტო და დაცვის მომსახურებაზე სხვა პირებისათვის გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება სასწავლებელს არ გააჩნია
ღონისძიებები
•შეფასებაში აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით მოხდება კუთვნილი გადასახადების გადაანგარიშება
•გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირს დაერიცხება სანქცია სსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით