შესწორებული დეკლარაცია N 2320
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
შესწორებული დეკლარაცია N 2320
ფაქტობრივი გარემოებები
•გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია და გაზარდა გადასახადის თანხა
•ვარიანტი 1: საგადასახადო შემოწმების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების/შეტყობინების გამოცემის შემდგომ, მაგრამ მის ჩაბარებამდე
•ვარიანტი 2: საგადასახადო შემოწმების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების/შეტყობინების ჩაბარების შემდგომ
შეფასება
•პირველ ვარიანტში, გადამხდელს სსკ-ის 124-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო შესაბამისი ჯარიმა არ დაეკისრება
•მე-2 ვარიანტში, გადამხდელზე გავრცელდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები
ღონისძიებები
•ორივე ვარიანტში, გადამხდელს დაერიცხება შემცირებული ძირითადი გადასახადის თანხა
•მე-2 ვარიანტში, გადამხდელს დაერიცხება სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ხოლო შესაბამისი საფუძვლის არსებობისას - 138-ე მუხლით გათვალისიწინებული ჯარიმაც