N 2591-XIმს-Xმპ - 09/02/2023 - საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 09.02.2023
№ დოკუმენტი 2591-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

„მუხლი 271

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა რეგულირდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,9 თებერვალი 2023 წ.

N2591-XIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე