პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამოყენება N2702
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამოყენება N2702
ფაქტობრივი გარემოებები
· დეკლარანტმა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დაადეკლარირა 10 ერთეული შამპუნი"X" და 20 ერთეული დეოდორანტი"Y". საქონელზე წარდგენილია წარმოშობის პრეფერენციული სერტიფიკატი და მოთხოვნილია პრეფერენციით სარგებლობა. საბაჟო დეკლარაციას განესაზღვრა "წითელი დერეფანი" (მათ შორის ყვითლიდან წითელში გადაყვანილიც).
· ვარიანტი I: საქონლის დათვალიერების შედეგად, ფაქტობრივად აღმოჩნდა 10 ერთეული შამპუნი "X", 20 ერთეული დეოდორანტი "Y" და 5 ერთეული საპონი "K".
· ვარიანტი II: : საქონლის დათვალიერების შედეგად, ფაქტობრივად აღმოჩნდა 15 ერთეული შამპუნი "X" და 29 ერთეული დეოდორანტი "Y"..
· ვარიანტი III: საქონლის დათვალიერების შედეგად, ფაქტობრივად აღმოჩნდა დეკლარირებული რაოდენობის საქონელი, მათ შორის განსხვავებული ფორმის/აღწერილობის 2 ერთეული შამპუნი "X" და 4 ერთეული დეოდორანტი "Y.
შეფასება
- ვარიანტი I: დეკლარირებული საქონლი იდენტიფიცირდება და შესაბამისობაშია წარმოშობის სერტიფიკატის მონაცემებთან 10 ერთეულ შამპუნ "X"- ზე და 20 ერთეულ დეოდორანტ "Y"-ზე, ხოლო 5 ერთეული საპონი "K" წარმოშობის სერტიფიკატსა და დეკლარაციაში მითითებული არ არის.
ვარიანტი II: ფაქტობრივად წარმოდგენილი საქონელი(მათ შორის არადეკლარირებული 5 ერთეულ შამპუნი"X" და 9 ერთეული დეოდორანტი "Y") დათვალიერებით იდენტიფიცირდება სერტიფიკატსა და დეკლარაციაში მითითებულ საქონელთან.
·ვარიანტი III: დადეკლარირებული საქონლის ნაწილზე 2 ერთეულ შამპუნი "X"-ზე და 4 ერთეულ დეოდორანტ "Y"ზე საქონლის იდენტიფიცირება, წარმოდგენილი წარმოშობის ქვეყნის მიხედვით არ დადასტურდა
- ვარიანტი I და ვარიანტი II: არადეკლარირებული საქონლის ნაწილში ვერ აკმაყოფილებს სსკ 163-ე მუხლის მე-13 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალსიწინებულ მოთხოვნებს,ვარიანტი III: სახეზეა იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება
ღონისძიებები
· სერთიფიკატის საფუძველზე პრეფერენცია გავრცელდება I და II ვარიანტით წარმოდგენილ მხოლოდ დეკლარირებულ საქონელზე; ვარიანტი III ში პრეფერენცია გავრცელდება წარმოშობის სერტიფიკატით ინდენტიფიცირებულ დეკლარირებულ საქონლის მხოლოდ ნაწილზე ( 8 ერთეულ შამპუნი "X"-ზე და 16 ერთეულ დეოდორანტ "Y"ზე )
შენიშვნა: არადეკლარირებულ საქონელზე პრეფერენციული სერტიფიკატი გავრცელდება მხოლოდ - "CT-1 წარმოშობის სერტიფიკატის გამოყენება საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის 5%-იანი სხვაობის პირობებში" სიტუაციური სახელმძღვანელოთი გათვალისიწნებულ შემთხვევებში.
· I და II ვარიანტით წარმოდგენილ შემთხვევაში არადეკლარირებულ საქონელზე პირი დაჯარიმდება საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად.
III ვარიანტით წარმოდგენილ შემთხვევაში პირი დაჯარიმდება საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად.