N 172 - 16/04/2021 - „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №172
2021 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
„სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/04/2011, 340120000.10.003.016333) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხით“ გათვალისწინებული „პესტიციდების და აგროქიმიკატების“ ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პესტიციდები და აგროქიმიკატები:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1683725146690 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }ნომენკლატურის
სასაქონლო კოდი
საქონლის დასახელება
შენიშვნა
3808 61 000 00
3808 62 000 00
3808 69 000 00
პესტიციდები დაფასოებული
3808 92 100 00
პრეპარატები სპილენძის ნაერთების ფუძეზე
3808 99 100 00
როდენტიციდები
3808 99 900 00
პესტიციდები დანარჩენი
3102 80 000 00
შარდოვანასა და ამონიუმის ნიტრატის ნარევები წყალხსნარში ან ამონიუმის ხსნარში
3102 10 100 00
სასუქი შარდოვანა, მათ შორის, წყალხსნარში, აზოტის შემცველობით 45 მას. %-ზე მეტი, მშრალ უწყლო პროდუქტზე გადაანგარიშებით
3102 60 000 00
კალციუმის ნიტრატისა და ამონიუმის ნიტრატის ორმაგი მარილები და ნარევები
2833 25 000 00
სპილენძის სულფატი
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე