დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი N 1101
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი N 1101
ფაქტობრივი გარემოებები
· პირმა ტურისტული პაკეტი მიაწოდა საქართველოში ორგანიზებულად შემოყვანილ უცხოელ ტურისტებს
· პირმა პაკეტში შეიყვანა ასევე სომხეთში შეძენილი ტურისტული მომსახურება და სომხეთშივე მიაწოდა უცხოელ ტურისტებს
· პირმა, დღგ ნულოვანი პროცენტი დაარიცხა უცხოელი ტურისტებისათვის გაწეულ მომსახურების სრულ კომპენსაციას
შეფასება
· სომხეთში შეძენილი პაკეტისათვის მიღებული კომპენსაცია ტუროპერატორს არ უნდა დაებეგრა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, რადგან ოპერაცია საქართველოში არ განხორციელებულა (სსკ 240.1."გ")
ღონისძიებები
· პირი დაჯარიმდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (სსკ 144-ე მუხლი)
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით