N 33-96 - 27/12/2016 - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33-96
2016 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 05.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.101.016084) დადგენილების:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემოღებულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
„ ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 40 000 ლარი კვარტალში;
ბ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – 300 000 ლარი კვარტალში;
დ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – 20 000 ლარი კვარტალში;
ე) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 4 000 ლარი კვარტალში;
ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – 14 000 ლარი კვარტალში.“.
2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. 2017 წლის პირველი კვარტალის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის 2016 წლის მე-4 კვარტალში მოქმედი განაკვეთის მიხედვით გადახდის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2.2 2017 წლის პირველ კვარტალში დადგენილ მოსაკრებლის ოდენობასა და 2016 წლის მე-4 კვარტალში დადგენილ მოსაკრებლის ოდენობას შორის სხვაობის თანხა გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
გიორგი ალიბეგაშვილი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე