ბრძანება N 10998

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.05.2023
№ დოკუმენტი 10998
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიშემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესისაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებაცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრაცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიხელფასის სახით მიღებული შემოსავლებიშემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებიშემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესისაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებასაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება

📄 სრული ტექსტი

N 10998

17.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2022 წლის 14 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1, 16 მარტის და 27 აპრილის სხდომებზე (ოქმები №20, №27 და №45) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №74688/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივნისის №002-97 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახდო მოთხოვნით დარიცხულ თანხებს. აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის არსებითი გამოკვლევა და შესწავლა. მიუთითებს, რომ შემოწმების პროცესში კომპანიამ მომართა საგადასახადო ორგანოს განცხადებით და აცნობა, რომ მთელი დოკუმენტაცია, მათ შორის ბუღალტრული პროგრამა ამოღებული და გატანილი იყო ფინანსური პოლიციის მიერ და გადამხდელს არ ჰქონდა წვდომა აღნიშნულ დოკუმენტაციასთან. აცხადებს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით ჩატარდა მხოლოდ მშრალი საგადასახადო შემოწმება. განმარტავს, რომ დასაბუთებას დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით წარმოადგენს მას შემდეგ, რაც სრულად გამოითხოვს დოკუმენტაციას საგამოძიებო სამსახურიდან. მიუთითებს, რომ დაზუსტებულ პოზიციას წარმოადგენს დაზუსტებულ საჩივართან ერთად.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 დეკემბრის №39380 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 31 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 14 ივნისის №14981 ბრძანება და ამავე თარიღის №002-97 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 711 334 ლარი, მათ შორის: გადასახადი 347 573 ლარი, ჯარიმა 173 896 ლარი, საურავი 189 864 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

● საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობას გამოძიება სისხლის სამართლის N092240120001 საქმეზე, შპს ,,---------’’ (ს/ნ ----------) ხელმძღვანელი პირების მიერ საწარმოს კუთვნილი დიდი ოდენობის ფულადი თანხების მითვისების ფაქტზე. შპს ,,----------’’ საქმიანობას წარმოადგენს გათბობა-გაყვანილობისთვის განკუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებით ვაჭრობა. გადამხდელს უფიქსირდება შეძენები ადგილობრივ ბაზარზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან გაგზავნილია წერილი ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, თუმცა მისი გაცნობა და გადამხდელის მხრიდან შემოწმებასთან თანამშრომლობა არ მომხდარა. გადამხდელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია, რომლის მიხედვით თითოეულ ოპერაციაზე კონტროლის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი, ასევე შეუძლებელია რეალიზებული პროდუქციის და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება, რითაც დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლი. ასევე, გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვას, შეუძლებელია მიღებული, გახარჯული, რეალიზებული პროდუქციის რაოდენობრივი გაშიფვრა პერიოდების მიხედვით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები. შეძენილი საქონლის იმ სახეობებზე, რომლის რეალიზებაც არ ხდება დოკუმენტურად, დაიყო კატეგორიებად და გავრცელებულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია 2019 წლის 1 იანვრისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია, საწყისი ნაშთის გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: 2016-2018 წლებში გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით და პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებზე დაყრდნობით განისაზღვრა ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი დოკუმენტურ ფასნამატის გათვალისწინებით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შეწყვეტილი აქვს ეკონომიკური საქმიანობა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სმფ-ების ნაშთი შეადგენს 0 ლარს, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთი რეალიზებულ იქნა პროპორციულად შემდგომ პერიოდში. შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალიწინებით, აღნიშნული სხვაობით გაიზარდა დღგ-ის ბრუნვა. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილი ხარჯების გამოკლებით შესამოწმებელ პერიოდში განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ შპს ,,----------’’ ანგარიშებიდან ფიზიკური პირების ანგარიშებზე ირიცხებოდა თანხები ხელფასის დანიშნულებით. აღნიშნული გადარიცხული თანხები განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

● საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ 2019 წლის იანვრის თვეში შპს ,,----------’’ ------- ბანკის ევროს ანგარიშზე ჩარიცხულია 410 000 ევრო არარეზიდენტი კომპანიისაგან ----------. აღნიშნული თანხა გატანილი აქვს ანგარიშვალდებულ პირს ეროვნული ვალუტის შესასაძენად. ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის და შემდგომში მისი გახარჯვის დანიშნულების დადგენა, შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული თანხები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 მუხლის შესაბამისად.

● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. აღნიშნული სხვაობები გამოწვეულია კორექტირებული საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც გადამხდელს დეკლარაციებში არ აქვს ასახული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე მუხლების შესაბამისად, კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და უკან დაბრუნებული საქონლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა. აგრეთვე, გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც სრულად არ არის ჩათვლილი. შემოწმების მიერ განხორციელდა ჩასათვლელი დღგ-ის გაზრდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივრების განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილებით 2023 წლის 1, 16 მარტს და 27 აპრილს, თუმცა გადასახადის გადამხდელი საჩივრების ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა.

 

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა. გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვას, შეუძლებელია მიღებული, გახარჯული და რეალიზებული პროდუქციის რაოდენობრივი გაშიფვრა პერიოდების მიხედვით. გადამხდელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია, რომლის მიხედვით თითოეულ ოპერაციაზე კონტროლის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი, ასევე შეუძლებელია რეალიზებული პროდუქციის და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და გადამხდელის შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილი ხარჯების გამოკლებით შესამოწმებელ პერიოდში განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.

ამასთან, მომჩივანს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში არგუმენტები არ აქვს მითითებული და არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალებულებებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ შპს ,,----------’’ ანგარიშებიდან ფიზიკური პირების ანგარიშებზე ირიცხებოდა თანხები ხელფასის დანიშნულებით. გადარიცხული თანხები განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან. ასევე, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ 2019 წლის იანვრის თვეში შპს ,,----------’’ ------- ბანკის ევროს ანგარიშზე ჩარიცხულია 410 000 ევრო არარეზიდენტი კომპანიისაგან. აღნიშნული თანხა გატანილი აქვს ანგარიშვალდებულ პირს ეროვნული ვალუტის შესაძენად. ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის და შემდგომში მისი გახარჯვის დანიშნულების დადგენა, შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული თანხები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, მომჩივანს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში არგუმენტები არ აქვს წარმოდგენილი და არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, როდესაც საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ:

ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული;

ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა;

გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. აღნიშნული სხვაობები გამოწვეულია კორექტირებული საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც გადამხდელს დეკლარაციებში არ აქვს ასახული. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა. აგრეთვე, გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც სრულად არ არის ჩათვლილი. შემოწმების მიერ განხორციელდა ჩასათვლელი დღგ-ის გაზრდა მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახდო მოთხოვნით დარიცხულ თანხებს. აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის არსებითი გამოკვლევა და შესწავლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს გათბობა-გაყვანილობისთვის განკუთვნილი საქონლით ვაჭრობა. გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვას, შეუძლებელი იყო მიღებული, გახარჯული, რეალიზებული პროდუქციის რაოდენობრივი გაშიფვრა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა საწარმოს მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები. შეძენილი საქონლის იმ სახეობებზე, რომლის რეალიზებაც არ ხდება დოკუმენტურად, გავრცელებულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი. შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს, აღნიშნული სხვაობით გაიზარდა დღგ-ის ბრუნვა. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები, დადგენილი ხარჯების გამოკლებით განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

კომპანიის ანგარიშებიდან ფიზიკური პირების ანგარიშებზე ირიცხებოდა თანხები ხელფასის დანიშნულებით. აღნიშნული თანხები განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან. შესაბამისად, განაცემები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს ანგარიშზე ჩარიცხულია თანხა არარეზიდენტი კომპანიისაგან, რომელიც გატანილი აქვს ანგარიშვალდებულ პირს ეროვნული ვალუტის შესასაძენად. გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია ჩარიცხული თანხების მიზნობრიობისა და შემდგომში მისი გახარჯვის დანიშნულების შესახებ. ზემოაღნიშნული თანხები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადამხდელის მიერ დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. აღნიშნული სხვაობები გამოწვეულია კორექტირებული საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც გადამხდელს დეკლარაციებში არ აქვს ასახული, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა. საწარმოს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც სრულად არ არის ჩათვლილი. შემოწმების მიერ განხორციელდა ჩასათვლელი დღგ-ის გაზრდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

მომჩივანს სადავო საკითხთან დაკავშირებით არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები. არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 136(3); 101; 154; 179; 275; 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი - 161; 173; 174