საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკის საფუძველზე ხარჯის გამოქვითვა (საწვავი 2011 წლის 1 იანვრამდეც) N 0239

0239 საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკის საფუძველზე ხარჯის გამოქვითვა (საწვავი 2011 წლის 1 იანვრამდეც) 31.08.2011
№ დოკუმენტი 0239
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკის საფუძველზე ხარჯის გამოქვითვა N 0239

ფაქტობრივი გარემოებები

•2011 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებისას დადგინდა, რომ პირს საქართველოს ფარგლებს გარეთ შეძენილი საწვავი გამოყენებული აქვს ეკონომიკურ საქმიანობაში და მისი ღირებულება გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან

•გამოქვითვის საფუძველს წარმოადგენს ანგარიშვალდებული პირის (მძღოლის) მიერ წარმოდგენილი უცხო ქვეყანაში გაცემული საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი

•ვარიანტი 1: საწვავი შეძენილია და ხარჯი გამოქვითულია 2011 წლის ერთობლივი შემოსავლიდან

•ვარიანტი 2: საწვავი შეძენილია და ხარჯი გამოქვითულია 2010 წლის ერთობლივი შემოსავლიდან

შეფასება

•უცხო ქვეყანაში შეძენილი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ღირებულების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა დასაშვებია

ღონისძიებები

•ორივე ვარიანტში: საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით