ერთობლივი შემოსავალი N 2119

2119 ერთობლივი შემოსავალი 07.09.2010
№ დოკუმენტი 2119
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ერთობლივი შემოსავალი N 2119

ფაქტობრივი გარემოებები

•გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულმა რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა მიიღო გადახდის წყაროსთან დაუკავებელი პროცენტის სახით შემოსავლები, რომლის დეკლარირებაც არ მოახდინა

•ვარიანტი 1: შემოსავალი მიიღო არამეწარმე ფიზიკური პირებისაგან

•ვარიანტი 2: შემოსავალი მიიღო საწარმოსაგან

შეფასება

•პირველ ვარიანტში, გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი, რომელმაც მიიღო პროცენტები გადახდის წყაროსთან დაკავების გარეშე ( არ ექვემდებარებოდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას), ვალდებულია მოახდინოს მიღებული შემოსავლების დეკლარირება და კუთვნილი გადასახადის გადახდა დამოუკიდებლად

•პირველ ვარიანტში, ფიზიკური პირის შემოსავლები უნდა დაიბეგროს სსკ-ის 167-ე მუხლითა და გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული განაკვეთით

•მე-2 ვარიანტში, ფიზიკურ პირს წყაროსთან დაუკავებელ გადასახადთან მიმართებაში საგადასახადო ვალდებულება არ წარმოიშობა რადგან სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული ვალდებულება უნდა შეესრულებინა საგადასახადო აგენტს

ღონისძიებები

•პირველ ვარიანტში, რეზიდენტ ფიზიკურ პირს დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი; დეკლარაციის წარმოუდგენლობის გამო პირი დაჯარიმდება სსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად

•მე-2 ვარიანტში, პროცენტის გამცემ საწარმოს დაერიცხება გაცემული პროცენტიდან დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადი და იგი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის 132-ე მუხლის საფუძველზე; ასევე, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 134-ე მუხლის საფუძველზე, წყაროსთან გადასახადის დაუკავებლობის გამო

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით