უკუდაბეგვრა (შეცდომით დასაბეგრი ბაზა ერთიდაიგივე იყო საშემოსავლოსთვისაც და დღგ-სთვისაც) N 1137
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
უკუდაბეგვრა N 1137
ფაქტობრივი გარემოებები
· 2014 წელს დამკვეთ რეზიდენტ საწარმოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება არარეზიდენტ პირთან მომსახურების გაწევაზე
· ხელშეკრულებით განსაზღვრულია,რომ მომსახურების გაწევისათვის არარეზიდენტისათვის "ხელზე" გასაცემი თანხა შეადგენს 100 ლარს,ხოლო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების გადახდის ვალდებულება ეკისრება რეზიდენტ საწარმოს
· რეზიდენტი საწარმო უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის დარიცხვას ახორციელებდა „ხელზე"გასაცემ თანხაზე-100 ლარზე,ხოლო საშემოსავლო გადასახადი გადაიხადა 11.1 ლარი (100 / 9 )+100=111.1 ლარი
შეფასება
· სსკ-ის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება, არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება. სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა.ა)" ქვეპუნქტის მიხედვით,დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა
· აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების კომპესაციის თანხის შემადგენელი ნაწილებია არარეზიდენტისათვის ხელზე გაცემული თანხა(100 ლარი) და რეზიდენტი საწარმოს მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა (საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხა-11.1 ლარი) რეზიდენტი საწარმოს მიერ უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო 111.1 ლარიდან გამომდინარე (100+11)X18%
ღონისძიებები
· უნდა დაზუსტდეს დღგ-ის უკუდაბეგვრის დასაბეგრი ბრუნვა შესაბამისი თვის მიხედვით
· საწარმო განგარიშებაში თანხის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად
· საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სამართალდარღვევა არ იკვეთება
არარეზიდენტისათვის გადახდილ თანხებთან მიმართებაში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით