დაქირავებულისათვის გადახდილი ჯარიმის თანხის გამოქვითვა (ყოფილი დაქირავებული) N 1812

1812 დაქირავებულისათვის გადახდილი ჯარიმის თანხის გამოქვითვა (ყოფილი დაქირავებული) - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 1812
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დაქირავებულისათვის გადახდილი ჯარიმის თანხის გამოქვითვა N 1812

ფაქტობრივი გარემოებები

•ყოფილ დაქირავებულ ფიზიკურ პირს საწარმომ დაუფარა ჯარიმის თანხა სისხლის/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე

•საწარმომ ჯარიმის თანხა არ დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით

შეფასება

•საწარამოს უნდა დაებეგრა ჯარიმის თანხა გადახდის წყაროსთან

•ყოფილი დაქირავებული პირის მიერ მიღებული სარგებელი (დაფარული ჯარიმა) არ განიხილება შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯად; შესაბამისად, სარგებლის თანხით გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი

ღონისძიებები

•გამოსაქვითი ხარჯი უნდა შემცირდეს და დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება (ზარალი)

•პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე