გრძელვადიანი კონტრაქტის დროს ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა N 2136

2136 გრძელვადიანი კონტრაქტის დროს ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა 20.07.2012
№ დოკუმენტი 2136
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

გრძელვადიანი კონტრაქტის დროს ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა N 2136

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმო ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად

•საწარმოს აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად წინასწარ განსაზღვრული ჰქონდა ხარჯი 100 000 ლარის ოდენობით. ერთ-ერთი კომპონენტის შესასრულებლად საწარმომ, ნაცვლად მის მიერ გათვალისწინებული ხარჯისა(15 000 ლარი), ქვეკონტრაქტორთან ხელშეკრულება გააფორმა 12 000 ლარად

•საწარმომ შემოსავლის გაანგარიშების მიზნით ერთობლივ ხარჯად განსაზღვრა 100 000 ლარი

შეფასება

•სსკ-ის 144-ე მუხლის მიხედვით გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით, შესაბამისად, ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული ხარჯის გათვალისწინებით,საწარმოს ერთობლივ ხარჯად უნდა განისაზღვროს 97 000 ლარი

ღონისძიებები

•დაკორექტირდება პირის ერთობლივი შემოსავალი და დასაბეგრი მოგება

•დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 20 ივნისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით