დაქირავებულზე გაცემული სესხის პროცენტი (სარგებელი) N 1816
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დაქირავებულზე გაცემული სესხის პროცენტი (სარგებელი) N 1816
ფაქტობრივი გარემოებები
•დაქირავებულზე 2005-2010 წლებში ყოველწლიურად (სხვადასხვა ვადით) გაიცემოდა სესხი 14 პროცენტი წლიური სარგებელით
•დამქირავებელს:
- შესაბამისი წლების ერთობლივ შემოსავალში 14 პროცენტი წლიური სარგებელის გათვალისწინებით შეტანილი აქვს გაწეული მომსახურების ღირებულება;
- 14 პროცენტი წლიური სარგებლით გაცემული სესხი არ არის განხილული შეღავათიან სესხად და შესაბამისად დაქირავებულზე სარგებელი (ხელფასი) დარიცხული არ არის
შეფასება
•დაქირავებულზე წლიური 14 პროცენტით გაცემული სესხი განხილულ უნდა იქნეს შეღავათიანად. 2005-2010 წლებში სარგებელი უნდა განისაზღვროს 20 პროცენტიდან გამომდინარე
•ფაქტობრივი გარემოებების პირობებში 2005-2010 წლებში გაცემულ სესხზე წლიური სარგებელი იქნება 6%-ის შესაბამისი თანხა სასესხო ვალდებულების მთელი პერიოდის განმავლობაში
ღონისძიებები
•შეფასებაში ასახული პოზიციის გათვალისწინებით უნდა დაზუსტდეს (გაიზარდოს) დამქირავებლის შესაბამისი წლების ერთობლივი შემოსავალი და გადახდის წყაროსთან ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი (ხელფასის სახით განაცემი)
•პირი დაჯარიმდება დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევაში (სსკ 275-ე მუხლი)