ბრძანება N 18743
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18743
14 აგვისტო 2024
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.: „-------“ )
2024 წლის 19 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) 2024 წლის 19 ივლისის №90831/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივნისის №002-129 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. ითხოვს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ. ამასთან, ითხოვს გადახედილ იქნას ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის თანხა 313 248 ლარი, ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევაზე დაკისრებული აქვს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჯარიმა 78 760 ლარი.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზრვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ დასაბეგრი თანხა გაანგარიშებულია გონივრული ნაშთის გათვალისწინების გარეშე. ამასთან, გადამხდელს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაედგინა და შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, შესაბამისად, მიიღო კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამასთან, საწარმოს ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი აქვს საკუთარი საქმიანობისათვის გადაუდებლად აუცილებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდა საქონლის შეძენა, ანგარიშვალდებულ პირს თანხა დაბრუნებული აქვს სალაროში, შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა კონკრეტული თანხები ჩაითვალოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, საჩივარზე თანდართულია გარკვეული დოკუმენტაცია.
3. გადამხდელი ითხოვს დარიცხული ჯარიმის მოხსნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 მარტის №5253 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის (ს/ნ „-------“ ) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 25 ივნისის №14831 ბრძანება და ამავე თარიღის №002-129 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 014 863 ლარი, მათ შორის, გადასახადი 405 348 ლარი, ჯარიმა 516 022 ლარი, საურავი 93 493 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით განხორციელებული აქვს ჩათვლა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს მიერ შემდეგი კომპანიებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი:
შპს „-------“ (ს/ნ „-------“) ეა-„-------“- 78.07 ლარი, ეა-„-------“- 98.48 ლარი, ეა-„-------“- 4435.76 ლარი, ეა-„-------“- 4987.95 ლარი, ეა-„-------“- 401.42 ლარი, ეა-„-------“- 2565.92 ლარი, ეა-„-------“- 602.94 ლარი, ეა-„-------“- 2180.72 ლარი, ეა-„-------“-263.94 ლარი, ეა-„-------“- 451.63 ლარი, ეა-„-------“- 803.25 ლარი, ეა-„-------“- 226.12 ლარი, ეა-„-------“- 5439.7 ლარი, ეა-„-------“- 2270.38 ლარი, ეა-„-------“- 272.29 ლარი, ეა-„-------“- 184.11 ლარი, ეა-„-------“- 77.68 ლარი, ეა-„-------“- 185.04 ლარი, ეა-„-------“- 909.53 ლარი, ეა-„-------“- 10427.88 ლარი, ეა-„-------“- 2122.36 ლარი, ეა-„-------“- 4038.13 ლარი, ეა-„-------“- 1451.78 ლარი, ეა-„-------“- 1065.63 ლარი, ეა-„-------“- 155.73 ლარი, ეა-„-------“- 215.61 ლარი, ეა-„-------“ -3764.22 ლარი, ეა-„-------“- 3507.28 ლარი, ეა„-------“- 1927.97 ლარი, ეა-„-------“- 1002.85 ლარი, ეა-„-------“- 900.15 ლარი, ეა-„-------“- 3677.41 ლარი, ეა-„-------“- 11094.78 ლარი, ეა-„-------“- 2809.13 ლარი, ეა-„-------“- 3540.3 ლარი, ეა-„-------“- 1136.38 ლარი, ეა-„-------“- 3622.59 ლარი, ეა-„-------“- 954.85 ლარი, ეა„-------“- 694.06 ლარი, ეა-„-------“- 3235.28, ეა-„-------“- 5160.18 ლარი, ეა-„-------“-2058.05 ლარი, ეა-„-------“-1540.15 ლარი, სულ 96 534 ლარი.
შპს ,,-------“ (ს/ნ „-------“) ეა„-------“ - 3758.95 ლარი, ეა-„-------“ - 1164.33 ლარი, ეა-„-------“- 4251.79 ლარი, ეა-„-------“- 357.06 ლარი, ეა„-------“- 4328.01 ლარი, ეა-„-------“ - 2654.24 ლარი, ეა-„-------“ - 2755.02 ლარი, ეა-„-------“ - 1525.42 ლარი, ეა-„-------“ - 1525.42 ლარი, ეა-„-------“- 4576.27 ლარი, ეა-„-------“- 2038.64 ლარი, ეა-„-------“-1916 ლარი, ეა-„-------“- 152.54 ლარი, ეა-„-------“-2489.77 ლარი, ეა-„-------“- 2526.52 ლარი, ეა-„-------“- 4285.74 ლარი, ეა-„-------“-152.54 ლარი, ეა-„-------“- 1371.85 ლარი, ეა-„-------“- 778.38 ლარი, ეა-„-------“-516.8 ლარი, სულ 43 123 ლარი.
შპს ,,-------“ (ს/ნ „-------“) ეა-„-------“- 16967.29 ლარი.
შემოწმებით, აღნიშნული კომპანიებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლები გაუქმებული/შემცირებული იქნა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი ჯარიმები.
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობა, კერძოდ, მიღებული შემოსავლების, ბიუჯეტიდან დაბრუნებული/ბიუჯეტში გადახდილი თანხების, დოკუმენტური ხარჯების, დებიტორკრედიტორების (ინფორმაცია გამოთხოვნილ იქნა მესამე პირებისგან), განაცემების, საბანკო ინფორმაციის
საფუძველზე დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, რომელმაც შეადგინა 991 316 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, რამდენიმე საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე. ამასთანავე, უფრო მკაცრი სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სანქციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული აქვს ჩათვლა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს მიერ გარკვეული კომპანიებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. შემოწმებით, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლები გაუქმებული/შემცირებული იქნა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები, ასევე შეფარდებული ჯარიმები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობა, კერძოდ, მიღებული შემოსავლების, ბიუჯეტიდან დაბრუნებული/ბიუჯეტში გადახდილი თანხების, დოკუმენტური ხარჯების, დებიტორ-კრედიტორების (ინფორმაცია გამოთხოვნილ იქნა მესამე პირებისგან), განაცემების, საბანკო ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, რომელმაც შეადგინა 991 316 ლარი. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება –იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ასევე, გადამხდელს უფიქსირდება მიღებული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლა, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ -ის “ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. ითხოვს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზრვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. გადამხდელი ითხოვს დარიცხული ჯარიმის მოხსნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 მარტის №5253 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 25 ივნისის №14831 ბრძანება და ამავე თარიღის №002-129 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 014 863 ლარი, მათ შორის, გადასახადი 405 348 ლარი, ჯარიმა 516 022 ლარი, საურავი 93 493 ლარი.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები, ასევე შეფარდებული ჯარიმები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
101,154,174,175,178,269(7),280.