საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული საგადასახადო ვალდებულება N 2129
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული საგადასახადო ვალდებულება N 2129
ფაქტობრივი გარემოებები
•გადასახადის გადამხდელთან გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, გადასახადების ან/და სანქციების განსაზღვრის თაობაზე
•საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადების ან/და სანქციების ოდენობა
•გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმების შედეგად შემცირებული თანხა არ ჩართო ერთობლივ შემოსავალში და არ დაბეგრა გადასახადებით
შეფასება
•საგადასახადო შეთანხმების შედეგად გადასახადების ან/და სანქციების შემცირება არ განიხილება ვალის პატიებად და არ ჩაირთვება გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში
ღონისძიებები
•გადამხდელის ქმედებაში არ იკვეთება საგადასახადო სამართალდარღვევა
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით