ინვენტარიზაცია N 1721

1721 ინვენტარიზაცია 06.06.2011
№ დოკუმენტი 1721
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ინვენტარიზაცია N 1721

ფაქტობრივი გარემოებები

•2011 წლის თებერვლის თვეში საწარმოში ინვენტარიზაციით დადგინა ზედმეტობა:

- შაქრის - 500 კგ.

- ბავშვთა კვების პროდუქტების - 100 კგ.

ბურალტრულად აღნიშნული საქონლის ნაშთი იყო ნული

•გადამხდელმა, შაქრისა და ბავშვთა კვების პროდუქტების ფაქტობრივ ნაშთზე (ზედმეტობაზე) წარმოადგინა 2010 წლის სექტემბერში გამოწერილი ზედნადები, რომლის მიხედვითაც მიწოდება არ ფიქსირდება

•ინვენტარიზაციით აღწერილი ბავშვთა კვების პროდუქტების პარტიაზე გამოშვების თარიღი მითითებულია 2010 წლის ნოემბერი (არ ედრება ზედნადების გამოწერის თარიღს). ამ და სხვა ნიშნით შაქრის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ამასთან, 2011 წლის 1 იანვრისათვის ბავშვთა კვების პროდუქტები მარაგებში არ ირიცხება

შეფასება

•თუ, საქონელი აღრიცხულია სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ან მასზე არსებობს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, იგი არ ჩაითვლება სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად

•ინვენტარიზაციით დაფიქსირებული შაქრის ზედმეტობა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის არ ჩაითვლება აღურიცხველად

•ინვენტარიზაციით დაფიქსირებული ბავშვთა კვების ზედმეტობა ჩაითვლება საღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხავ და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე არსებულ (გამოვლენილ) საქონლად. რაც შეეხება, ზედნადებში ფიქსირებულ ბავშვთა კვების პროდუქტებს, იგი ჩაითვლება დეკემბრის თვის რეალიზაციად

ღონისძიებები

•100 კგ. ბავშვთა კვების პროდუქტების აღურიცხავობისათვის საწარმო დაჯარიმდება საქონლის საბაზრო ღირებულების ორმაგი ოდენობით. (სსკ-ის 286-ე მუხლი)

•დეკემბრის თვის მიწოდების გათვალისწინებით, პირს დაერიცხება (გადაანგარიშდება) კუთვნილი გადასახადი, ხოლო გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე