N 6053-Iს - 24/04/2012 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ძ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული შემოსავლისა ;“.
2. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირები ს მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა;“ .
3. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), აზარტული კლუბის (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.
შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისა თვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;“.
4. 259-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) აზარტული კლუბის , სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირებ ი – საქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა. “.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,2012 წლის 24 აპრილი.
№6053-Iს