საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს შეღავათი ქონების გადასახადში N1429
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს შეღავათი ქონების გადასახადში N1429
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს 2021 წლის 1 მარტიდან მინიჭებული აქვს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი.
· საწარმომ ჩათვალა, რომ სსკ-ის 23-ე მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი შეღავათის ნორმა გამოიყენება მთელ წელზე და შესაბამისად, 2021 წლის ქონება არ დაბეგრა გადასახადით.
შეფასება
· სსკ-ის 23-ე მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება. - საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი“-ს (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-12 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ. სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ. პირი სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების თვის დასაწყისიდან.
· იმის გათვალისწინებით, რომ პირი საერთაშორისო სტატუსის მქონე საწარმოდ ითვლება 2021 წლის 1 მარტიდან, შესაბამისად შეღავათით ისარგებლებს 10 თვის პროპორციულად განსაზღვრულ ქონების გადასახადში - ქონების წლიური გადასახადის 10/12-ით.
ღონისძიებები
· პირს დაერიცხება ქონების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2022 წლის 6 აპრილისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.