N 45 - 08/02/2012 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №45
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
1. 26-ე გრაფა ამოღებულ იქნეს.
2. 81-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679562388816 {width: 489pt; margin: 0 auto !important; }
„81
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის,ბუნებრივი/ საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების დადგენა
არა უმეტეს
ორი თვე
5000 ლარი“.
3. 83-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679562406332 {width: 489.75pt; margin: 0 auto !important; }„83
კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი,საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგანსაქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია პორტალ „ბათუმისპორტის“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ ან გაფორმების დეპარტამენტის მიერ
50 ლარი“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური