ბრძანება N 20356

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2025
№ დოკუმენტი 20356
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 20356

16 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ----- ----- (პ/ნ -----) (მის.:-----)

2025 წლის 22 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 73) განიხილა ფ/პ ----- (პ/ნ -----) N 133406/21-11 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აგვისტოს N 17411 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 28 თებერვლის N 024-197 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2021 წლის 13 მარტს ----- ფედერაციაში გაიცა სანოტარო აქტი, რომლითაც მოქალაქე ----- უფლებამოსილებას ანიჭებდა -----, რომ ყოფილიყო მისი წარმომადგენილი საქართველოში და ეწარმოებინა სანოტარო აქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ----- საქმეები. ----- სანოტარო აქტის საფუძველზე ახორციელებდა ----- კუთვნილი მანქანების რეექსპორტს. ერთ - ერთი მანქანის რეექსპორტის დროს საბაჟოს თანამშრომლებმა არ მისცეს საშუალება შეესრულებინა სანოტარო აქტით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან -----, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მინიჭებული ჰქონდა ქართული პირადი ნომერი. მომჩივნის სახელზე გამოწერილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, გადამხდელს დაეკისრა სოლიდური თანხის გადახდა და გავრცელდა ყადაღა. გადამხდელი მიუთითებს, რომ არასწორად აქვს დაკისრებული ჯარიმები და აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი გაგზავნილი აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ----- ----- (პ/ნ -----) 2025 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 42 884.8 ლარი, ჯარიმა 54 890.25 ლარი, საურავი 24 051.67 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ფ/პ ----- ----- (პ/ნ -----) მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 28 თებერვლის N 024 -197 ბრძანება. ასევე, შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 4 მარტის N 2025/024 -197/1 და 2025 წლის პირველი აპრილის N 2025/024-197/2 აქტები, რომელთა საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა ფ/პ ----- ----- (პ/ნ -----) საკუთრებაში არსებული ქონებები.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის პირველ აგვისტოს გამოცემულ იქნა N 17411 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 28 თებერვლის N 024 -197 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ და ბრძანების პირველ პოზიციაზე არსებული ჩანაწერი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ყადაღა დაედოს ფ/პ „-----“-ს (ს/ნ -----) იურიდიული მის:-----) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.“

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 28 თებერვლის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N 024-197 ბრძანება ფ/პ ----- ----- (პ/ნ -----) მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში 2025 წლის 25 მარტს (N 45121/21 საჩივარი). შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 აპრილის N 7457 ბრძანებით ფ/პ ----- ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ----- ----- (პ/ნ -----), 2025 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 42 884.8 ლარი, ჯარიმა 54 890.25 ლარი, საურავი 24 051.67 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში.ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს.

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.

2025 წლის 28 თებერვლის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N 024-197 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

სადავო, ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აგვისტოს N 17411 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის პირველ აგვისტოს გამოცემულ იქნა N 17411 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 28 თებერვლის N 024-197 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ და ბრძანების პირველ პოზიციაზე არსებული ჩანაწერი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ყადაღა დაედოს ფ/პ „----- -----“-ს (ს/ნ -----) იურიდიული მის: -----) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.“

სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილობასთან/გაუქმებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ----- ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241- ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის მიმართ გამოცემულ იქნა ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. რაც გასაჩივრდა შეამოსავლების სამსახურში. ასევე, შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტები, რომელთა საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა მომჩივანის საკუთრებაში არსებული ქონებები.

 

გადაწყვეტილება:

სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან/გაუქმებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241-ე მუხლის პირველი ნაწილი;.