N 221 - 24/05/2011 - ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №221
2011 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების 17 მუხლის:
ა) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) საქონლის (ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა) ექსპორტი, რეექსპორტი (,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 86-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გარდა) და საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავება;
შენიშვნა: მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი.“;
ბ) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება.“.
2. დადგენილებით დამტკიცებულ ,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში“:
ა) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1679484480184 {width: 502.65pt; margin: 0 auto !important; },,54
სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 66-ე, 68-ე, 75-ე, 82-ე,86-ე და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე150 ლარი;
3 000-დან15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;
15 000 ლარისზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი“;
ბ) 66-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1679484492442 {width: 500.4pt; margin: 0 auto !important; },,66
საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის გაფორმება(გარდა 87-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)
3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე150 ლარი;
3 000-დან15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;
15 000 ლარისზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე400 ლარი“;
გ) 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1679484505669 {width: 500.25pt; margin: 0 auto !important; },,68
,,ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან პორტალ ,,ბათუმის პორტში“ ფიზიკური პირის მიერ გამარტივებული დეკლარაციით გაცხადებული 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონლისგაფორმება
ერთ დეკლარაციაზე– 20 ლარი“;
დ) 77-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
ე) 83-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1679484517710 {width: 500.25pt; margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; },,83
კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია პორტალი ,,ბათუმისპორტის“ ან პორტალი ,,ფოთის პორტის“ ან გაფორმების დეპარტამენტის მიერ
50 ლარი“;
ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 86-ე და 87-ე გრაფები:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1679484532895 {width: 500.4pt; margin: 0 auto !important; },,86
სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის გაფორმება (სეს ესნ-ის8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა‑მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები)სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გარდა)
150 ლარი
87
საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის გაფორმება
300 ლარი.“.
მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 18 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური