სალიკვიდაციო კომისიის მიერ საწარმოს ძირითადი საშუალების რეალიზაცია N 1608

1608 სალიკვიდაციო კომისიის მიერ საწარმოს ძირითადი საშუალების რეალიზაცია 22.11.2011
№ დოკუმენტი 1608
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სალიკვიდაციო კომისიის მიერ საწარმოს ძირითადი საშუალების რეალიზაცია N 1608

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, გამოაცხადა ლიკვიდაცია

· სალიკვიდაციო კომისიამ საწარმოს ძირითადი საშუალება (შენობა) გაყიდა 100 000 ლარზე მეტად

· ვარიანტი I: ოპერაცია არ დაიბეგრა დღგ-ით

· ვარიანტი II: საწარმომ ოპერაციის მიხედვით საბანკო დაწესებულებაში გადაიხადა დღგ-ის თანხა

შეფასება

· სსკ-ის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილის (ძვ.221-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის) თანახმად პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ ერთჯერადი ოპერაციის ან ერთ დღეში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს

· I ვარიანტში პირი ვალდებული იყო, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიემართა საგადასახადო ორგანოსათვის დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა

· II ვარიანტში იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საწარმო ლიკვიდაციის პროცესშია და ამ მიზეზით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ექვემდებარება გაუქმებას, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირმა განცხადებით არ მიმართა დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე არ უნდა იქნეს განხილული სამართალდარღვევად, ამასთან საბანკო დაწესებულებაში საგადახდო დავალების შევსება სსკ-ის 73-ე (ძვ. 104-ე) მუხლის გათვალისწინებით უნდა ჩაითვალოს პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის განცხადების წარდგენად

ღონისძიებები

· I ვარიანტი: უნდა განისაზღვროს კუთვნილი დღგ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მიხედვით

· I ვარიანტი: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცის გარეშე საქმიანობისათვის საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 282-ე (ძვ. 140-ე) მუხლის მიხედვით

· II ვარიანტი: პირის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

იგულისხმება, რომ საწარმოს შემდგომ პერიოდში სხვა მიწოდება არ განუხორციელებია.

I ვარიანტში, ერთჯერადი ოპერაციის 2011 წლის 24 ივნისამდე განხორციელების შემთხვევაში, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის უნდა მიემართა ერთჯერადი ოპერაციის განხორციელებამდე.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც