ტექნიკური დოკუმენტი „მონაცემთა გაცვლის სისტემა“
📄 სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.
ტექნიკური დოკუმენტი „მონაცემთა გაცვლის სისტემა“ საქართველოს საბაჟო ადმინისტრაცია წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურით და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაცია წარმოდგენილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სახელით, (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი),მხარეებს სურთ რა, ტექნიკური დებულებების მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებს შორის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისას ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას.
ითვალისწინებენ მხარეები რა „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების“ მე-6 და მე-7 მუხლების დებულებებს, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
განსაზღვრებები და აბრევიატურები
ელექტრონული დოკუმენტი - ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან შენახული წერილობითი ინფორმაცია (XML ფორმატი);
ელექტრონული დოკუმენტის გაცვლის სისტემა - სისტემა რომლის მონაწილეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებით;
ელექტრონული დოკუმენტის მიმღები - პირი რომელიც იდენტიფიცირდება როგორც ელექტრონული დოკუმენტის მიმღები;
მუხლი 2
დოკუმენტის მოქმედების სფერო
წინამდებარე ტექნიკური დოკუმენტი შემუშავებულია და ვრცელდება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვარზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ წინასწარი ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის განსახორციელებლად.
წინამდებარე დოკუმენტის ამოცანები:
- ყველა ელექტრონული პროცესების კავშირის აღწერა
- გასაცვლელი წინასწარი ინფორმაციის აღწერა
- ინფორმაციის გაცვლისათვის XML ფორმატის სტრუქტურის ჩამოყალიბება.
- ტექნიკური სტანდარტის მიღება და შეთანხმება ელექტრონული კავშირისა და ოქმისთვის
- კავშირის პირობების მიღება.
მიმდინარე ტექნიკური დოკუმენტი შესაძლებელია შეიცვალოს ორივე მხარის საბაჟო ადმინისტრაციების უფლებამოსილი ორგანოების მიერ შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 3
ინფორმაციის გაცვლის აღწერა
3.1. ინფორმაციის გაცვლის მონაწილე მხარეები
ინფორმაციის გაცვლის მონაწილეები: საქართველოს შემოსავლების სამსახურის მხრიდან - შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი; აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მხრიდან - განვითარებისა და შეფასების კრიტერიუმების მთავარი დეპარტამენტი.
3.2. ინფორმაციის გაცვლის ეტაპები
მხარეები აცნობებენ ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე ფიზიკური პირების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ.
3.2.1. ელექტრონული კავშირის წინაპირობა
სრული ელექტრონული კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს შემდეგი პროცედურები:
1. უსაფრთხო კავშირის აგება (VPN)
2. SSL სერტიფიკატის მხარდაჭერა ინფორმაციის გაცვლის, შეტყობინების დონეზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით (არსებობის შემთხვევაში) 3. ინფორმაციის გაცვლის დაწყება (XML დოკუმენტების გაცვლა ვებ სერვისებით)
3.2.2. ელექტრონული კავშირის მეთოდები
ინფორმაციული სისტემები მხარეებს შორის დაცული იქნება VPN-ით. ელექტრონული კომუნიკაცია წარიმართება პაკეტურ რეჟიმში. ელექტრონული შეტყობინებები უნდა გაიგზავნოს კონკრეტული სიხშირით. ელექტრონული შეტყობინებები იქნება XML ფორმატში.
3.2.3. მონაცემთა გაცვლა
ელექტრონული შეტყობინებები გაიცვლება ვებ სერვისის მეშვეობით. ვებ სერვისს ექნება „Send Message”, “Cancel Message”, “Finalize Message” მეთოდები. პარამეტრის ტიპი და დასაბრუნებელი მნიშვნელობა უნდა იყოს კლასის ობიექტი, რომელიც ქვემოთ არის განსაზღვრული სერვისის ექნება შემდეგი ფორმა:
[WebMethod]
BC_STATUS SendMessage(BC message)
[WebMethod]
BC_STATUS CancelMessage(BCC message)
[WebMethod]
BC_STATUS FinalizeMessage(BCF message)
აღნიშნული მეთოდები დააბრუნებენ BC_STATUS კლასის ობიექტს.
3.2.4. მონაცემთა გაცვლის გაუმართაობა
მონაცემთა გაცვლის გაუმართაობის შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები ვერ აგზავნიან ინფორმაციას ვებ სერვისების საშუალებით, საკონტაქტო პირი ინფორმირებული იქნება წინასწარ განსაზღვრული ელ-ფოსტის გზით.
3.2.5. ავტომატური ინფორმაციის გაცვლის სისტემის შემოწმება
შემოწმების მიზნით გამოყენებული იქნება სხვა ვებ მეთოდები.
3.2.6. შეტყობინების გაგზავნის და მიღების ზოგადი პროცედურები გამგზავნი
ქმნის გასაგზავნ შეტყობინებას (BC, BCC, BCF) და აგზავნის ვებ სერვისით, რომელიც აბრუნებს BC_STATUS შეტყობინებას შესაბამისი სტატუსის კოდით (1: წარმატებული, 0: წარუმატებელი, შეცდომიანი) და აღწერით. შეცდომის დაბრუნებისას გამგზავნი ეცდება შეასწოროს მონაცემები და კვლავ გადააგზავნოს. მონაცემთა დამუშავება უნდა განხორციელდეს თანმიმდევრობით. კავშირის შეწყვეტისას ვებ სერვისი აგზავნის განმეორებით დასტურს კავშირის აღდგენამდე ან ეგზავნება საკონტაქტო პირს ტექნიკური პრობლემების აღმომფხვრის მიზნით.
მუხლი 4
ინფორმაციის გაცვლის განრიგი
მხარეები გადააგზავნიან მონაცემებს საბაჟო პროცედურების დასრულებისთანავე.
მუხლი 5
ელექტრონული შეტყობინებების აღწერა
გამგზავნი აგზავნის პირველ შეტყობინებას და ღებულობს მეორე შეტყობინებას: პირველი შეტყობინება - საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საზღვრის კვეთა დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცვლა
BOX T1
საქონლის ღირებულება დოლარში, დეკლარიების დღის კურსით
BOX T2
ინფორმაციის გაცვლა ცარიელ სატრანსპორტო საშუალებებზე და დამატებით ზემოთ აღნიშნულ დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებებზე
მეორე (საპასუხო) შეტყობინება - შეტყობინების მიღება
ამ მუხლის BOX T1 მითითებული ინფორმაცია არ იცვლება იმ შემთხვევაში, როდესაც გასვლის ქვეყანა საქონლის გატანის შემთხვევაში იყენებს გამარტივებულ აღრიცხვის სისტემას, რომლის თაობაზეც ეცნობება მეორე მხარეს.
მუხლი 6
მონაცემთა ფორმატი და სტრუქტურა
6.1. შეტყობინების იდენტიფიკატორის სტრუქტურა
შეტყობინების ID არის უნიკალური და მისი ფორმატი უნდა იყოს შემდეგი:
შეტყობინების გაგზავნის იდენტიფიკატორი + წელი + თვე + დღე + რიგითი ნომერი
(დღიური, 6 ციფრა)
მაგალითად: GE20140131000001
6.2. შეტყობინების გამგზავნის იდენტიფიკატორის სტრუქტურა
შეტყობინების გამგზავნის იდენტიფიკატორი არის ორ სიმბოლოიანი კოდი, რომელიც მიზნად ისახავს შეტყობინების გამგზავნი ქვეყნის ამოცნობას. გამგზავნი ქვეყნის შეტყობინების კოდი:
GE - შეტყობინებისათვის, რომელიც იგზავნება საქართველოს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრიდან
AZ - შეტყობინებისათვის, რომელიც იგზავნება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი დეპარტამენტიდან
6.3. საბაჟო ოფისის იდენტიფიკატორი
საბაჟო ოფისის იდენტიფიკატორი (Customs Office Identifier) არის 6 სიმბოლიანი
საბაჟო ოფისის კოდი. შეტყობინების კოდის საბაჟო ოფისის იდენტიფიკატორი:
მუხლი 7
სტანდარტები
7.1. XML
- XML 1.0 (third edition) გამოქვეყნებული ინტერნეტში: http://www.w3.org/TR/REC-xml.
- XML სქემა ნაწილი 1: სტრუქტურა და XML სქემა ნაწილი 2: მონაცემთა ტიპები,გამოქვეყნებული ინტერნეტში http://www.w3.org/TR/xmlschema-1/ და http://www.w3.org/TR/xmlschema-2/
7.2. კოდირება
გამოყენებულია UTF-8
მუხლი 8
ძალაში შესვლა
წინამდებარე ტექნიკური დოკუმენტი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. წინამდებარე ტექნიკური დოკუმენტი ძალაში რჩება 2014 წლის 17 მარტს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების ძალაში ყოფნამდე. თითოეულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ტექნიკური დოკუმენტის შეწყვეტა, მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.
ტექნიკური დოკუმენტის შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას განხორციელებული თუ განხორციელების პროცესში მყოფ ღონისძიებებსა თუ პროექტებზე.
ამ ტექნიკურ დებულებებში ცვლილებები შევა მხარეების წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ეს ტექნიკური დებულებების დოკუმენტი გაფორმებული შესაბამისი საბაჟო ადმინისტრაციების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ხელმომწერი პირების მიერ.
ხელმოწერილია ქ. თბილისში 2015 წლის 24 აგვისტოს, ორ დედნად ინგლისურ ენაზე.
შემოსავლების სამსახურის სახელით
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სახელით