N 466 - 30/12/2015 - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №466
2015 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2550) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):
ა) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია.“;
ბ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მიმდინარე საგადასახადო წლის 1 იანვრიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე განხორციელებული ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავლები პირმა უნდა ასახოს მიმდინარე წლის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში და დაბეგროს მცირე ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.“;
გ) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მცირე ბიზნესი ვალდებულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია.“.
3. ამოღებულ იქნეს ბრძანების დანართი №2 - „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის“ ინსტრუქცია.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
ფინანსთა მინისტრი
ნოდარ ხადური
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე