რემონტის ხარჯი (იჯარით აღებულზე) N 0238
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
რემონტის ხარჯი N 0238
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმოს იჯარით აღებულ ფართზე 2011 წელს ჩატარებული აქვს რემონტი, რაც სრულად იქნა გამოქვითული რემონტის ჩატარების წელს
შეფასება
•საწარმოს უნდა მოეხდინა რემონტის ხარჯის კაპიტალიზება და ცალკე ჯგუფში ასახვა
•საანგარიშო წელს რემონტის ხარჯი უნდა განსაზღვრულიყო ამორტიზაციის ნორმის შესაბამისად სსკ-ის 115-ე მუხლის მიხედვით
•გაზრდილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი
ღონისძიებები
•უნდა შემცირდეს გამოსაქვითი ხარჯი და დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება (ზარალი)
•დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლის შესაბამისად
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით