ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვა (2011 წლიდან - შემდეგში ამორტიზაციით გამოქვითული უნდა დაკორექტირდეს სრულად გამოქვითვად) N 0246

0246 ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვა (2011 წლიდან - შემდეგში ამორტიზაციით გამოქვითული უნდა დაკორექტირდეს სრულად გამოქვითვად) 26.07.2011
№ დოკუმენტი 0246
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვა N 0246

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ 2011 წელს აირჩია ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის მეთოდი სსკ-ის 112-ე მუხლის თანახმად

· I ვარიანტი: მომდევნო წელს მიღებული ძირითადი საშუალებების ნაწილი (გარდა კაპიტალში შეტანილისა) ექსპლუატაციაში შესვლისთანავე სრულად გამოქვითა, ხოლო ნაწილს დაარიცხა ამორტიზაცია სსკ-ის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად

· II ვარიანტი: მომდევნო წელს კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შესვლისთანავე სრულად გამოქვითა

· III ვარიანტი: მომდევნო წელს უსასყიდლოდ მიღებულ ძირითად საშუალებას დაარიცხა ცვეთა სსკ-ის 111 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად

შეფასება

· I ვარიანტი: საწარმოს სსკ-ის 112-ე მუხლის თანახმად უფლება არ აქვს ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის არჩეული ნორმა შეცვალოს 5 წლის განმავლობაში

· II ვარიანტი: გადასახადის გადამხდელს უფლება არ აქვს სრულად გამოქვითოს საწარმოს კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებები

· III ვარიანტი: სსკ-ის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არჩეული სრულად გამოქვითვის ნორმის 5 წლის განმავლობაში გამოყენების ვალდებულება არ ვრცელდება ყველა შემდგომში უსასყიდლოდ მიღებულ ძირითად საშუალებებზე და შესაბამისად აღნიშნულ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია

ღონისძიებები

· I ვარიანტში სსკ-ის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისი ჯგუფის მიხედვით დარიცხული ამორტიზაციის ნორმა შეიცვლება 100%-იანი გამოქვითვის ნორმით და შესაბამისად დაკორექტირდება გამოსაქვითი ხარჯები

· II ვარიანტში გადაანგარიშებას დაექვემდებარება საწარმოს კაპიტალში შეტანილი ასევე ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების მიხედვით განხორციელებული 100%-იანი გამოქვითვა და დაკორექტირდება სსკ-ის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისი ჯგუფის მიხედვით

· I და II ვარიანტში დაზუსტდება დასაბეგრი მოგება/ზარალი

· II ვარიანტში პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 275-ე მუხლით

აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება, როგორც საწარმოს ისე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში.

სახელმძღვანელო შემუშავებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდებზე

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით