გადაწყვეტილება №19925/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19925/2/2023
05 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 9.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19925/2/2023).
დავის საგანი:
1. 2021 წლის ნოემბერსა და დეკემბერში სალაროდან გასული თანხების (დანიშნულებით - საწესდებო კაპიტალის შემცირება) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. შპს „---ან“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და გახარჯული ბუნებრივი აირის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-666 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11160 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 711 148 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 358 742
დღგ - 33 160
მოგების გადასახადი - 826
საშემოსავლო გადასახადი - 324 756
ჯარიმა - 273 114
საურავი - 79 292
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა სასტუმროს მომსახურება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო 05 სექტემბერი 2023 N 03/70613 2 შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 28.12.2022 წლის №33295 ბრძანება და №006-666 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11160 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველი დავის საგნის ნაწილში გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მშენებლობაზე გაწეულ დანახარჯებთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11160 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. 2021 წლის ნოემბერსა და დეკემბერში სალაროდან გასული თანხების (დანიშნულებით - საწესდებო კაპიტალის შემცირება) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საწესდებო კაპიტალის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია 2014-2022 წლებზე. შემმოწმებლების მიერ დამუშავდა გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და შედარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან. განხორციელდა ანალიტიკური პროცედურები საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის გათვალისწინებით, მათ შორის ხანდაზმულ პერიოდებზე. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს სალაროში საწესდებო კაპიტალის დანიშნულებით თანხების შეტანას, რომლის ხარჯვაც (თანხების გადახდა) შემდგომ უფიქსირდება ფიზიკურ პირებთან. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირებისგან გამოთხოვილია ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ ფიზიკურ პირებს გადასახადის გადამხდელისგან თანხები არ მიუღიათ, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დამფუძნებლის შენატანების რეალობა ვერ დადასტურდა. აგრეთვე შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროდან უფიქსირდება ისეთი ხარჯების გადახდა, რომლის მიზნობრიობა ვერ დგინდება და ვერ დასტურდება დოკუმენტურად. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესამოწმებელი პერიოდის კაპიტალის საწყისი და საბოლოო ნაშთები არ ედრება ხანდაზმულ პერიოდზე ანალიტიკური პროცედურების ჩატარების შემდგომ მიღებულ ნაშთს. შემოწმებისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია განხორციელებულ ოპერაციებზე (კაპიტალის ზრდის მიზნობრიობა). შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, 2021 წლის ნოემბერსა და დეკემბერში სალაროდან გასული თანხები დანიშნულებით - საწესდებო კაპიტალის შემცირება განხილულ იქნა, როგორც დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მშენებლობაზე გაწეულ დანახარჯებთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ ქონება გაყიდულია. გაყიდვის შემდგომ ახალმა მეპატრონემ გასწია დამატებითი ხარჯები. შესაბამისად, დღეს ექსპერტიზის ჩატარება, მითუმეტეს სხვისი ქონების, წარმოუდგენელია. განმარტავს, რომ წარმოადგენს დამოუკიდებელ მარწმუნებელ ანგარიშს, რომელიც წარედგინა სსიპ „---ს“, სადაც მითითებულია კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საწესდებო კაპიტალის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია 2014-2022 წლებზე. დამუშავდა გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და შედარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან. განხორციელდა ანალიტიკური პროცედურები საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის გათვალისწინებით, მათ შორის ხანდაზმულ პერიოდებზე. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს სალაროში საწესდებო კაპიტალის დანიშნულებით თანხების შეტანას, რომლის ხარჯვაც (თანხების გადახდა) შემდგომ უფიქსირდება ფიზიკურ პირებთან. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირებისგან გამოთხოვილია ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ ფიზიკურ პირებს გადასახადის გადამხდელისგან თანხები არ მიუღიათ, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დამფუძნებლის შენატანების რეალობა ვერ დადასტურდა. აგრეთვე შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროდან უფიქსირდება ისეთი ხარჯების გადახდა, რომლის მიზნობრიობა ვერ დგინდება და ვერ დასტურდება დოკუმენტურად.
ზემოაღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი შესამოწმებელი პერიოდის კაპიტალის საწყისი და საბოლოო ნაშთები არ ედრება ხანდაზმულ პერიოდზე ანალიტიკური პროცედურების ჩატარების შემდგომ მიღებულ ნაშთს. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია განხორციელებულ ოპერაციებზე (კაპიტალის ზრდის მიზნობრიობა). შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, 2021 წლის ნოემბერსა და დეკემბერში სალაროდან გასული თანხები დანიშნულებით - საწესდებო კაპიტალის შემცირება განხილულ იქნა, როგორც დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11160 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველი დავის საგნის ნაწილში გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მშენებლობაზე გაწეულ დანახარჯებთან დაკავშირებით.
განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა განმარტა, რომ ქონება გაყიდულია. გაყიდვის შემდგომ ახალმა მეპატრონემ გასწია დამატებითი ხარჯები. შესაბამისად, დღეს ექსპერტიზის ჩატარება, მითუმეტეს სხვისი ქონების, წარმოუდგენელია. ასევე, მიუთითა დამოუკიდებელ მარწმუნებელ ანგარიშზე, რომელიც წარედგინა სსიპ „---ს“, სადაც მითითებულია კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირს სახელმწიფომ 2014 წელს გადასცა მიწა, ვალდებულებით, რომ ამ მიწაზე უნდა განეხორციელებინა ინვესტიცია - აეშენებინა სასტუმრო, პირობა დაირღვა, დაიწყო დავა სახელმწიფოსა (სსიპ ---) და ამ დამფუძნებელ ფიზიკურ პირს შორის. გაწეული ხარჯის შესახებ არის დავა. სასტუმროს მშენებლობაზე ხარჯის ნაწილი გასწია ფიზიკურმა პირმა, ხოლო ნაწილი კომპანიამ. აღნიშნული დოკუმენტი (7.09.2020 წლის დამოუკიდებელი მარწმუნებელი ანგარიში) მისთვის ცნობილია და ეხება სწორედ ფიზიკური პირისა და კომპანიის მიერ სასტუმროს აშენებისა და კეთილმოწყობის მიზნით განხორციელებულ ინვესტიციას - გაწეულ ხარჯს, რომელიც წარდგენილია სსიპ „---ათვის, დოკუმენტის შემდგენი აუდიტორი განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით აფიქსირებს, რომ მისი აზრით არსებითი ასპექტის გათვალისწინებით სამართლიანი განცხადებაა. მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერ ჩაითვლება სათანადო დოკუმენტად და შესაბამისად, ვერ გახდება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშების საფუძველი.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. შპს „---გან“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და გახარჯული ბუნებრივი აირის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის სრულ პერიოდზე და 2022 წლის პირველ 4 თვეში არ უფიქსირდებოდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საოპერაციო საქმიანობიდან. გადასახადის გადამხდელის ზეპირი განმარტებით აღნიშნულ პერიოდში პანდემიის გამო სასტუმროს შეწყვეტილი ჰქონდა ეკონომიკური საქმიანობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში შპს „---ას“ მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შპს „---ან“ და ფიქსირდება სხვადასხვა რაოდენობების ბუნებრივი აირის ხარჯვა: 2021 წლის აგვისტო - 771 მ 3 ; 2021 წლის სექტემბერი - 374 მ 3 ; 2021 წლის ოქტომბერი - 443 მ 3 ; 2021 წლის ნოემბერი - 1 268 მ 3 ; 2022 წლის მარტი - 1 781 მ 3 . აღსანიშნავია, რომ გადამხდელის განმარტებით ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ბუნებრივი აირის რაოდენობრივი ხარჯვა დაახლოებით იგივე დიაპაზონშია (შესაბამისობაშია) რა რაოდენობებიც ფიქსირდება საქმიანობის განხორციელების (დატვირთულობის) პერიოდებში. გადამხდელს წერილობითი ახსნა-განმარტება წარმოდგენილი არ აქვს, თუმცა სიტყვიერი ახსნა-განმარტებით სასტუმროში მიუხედავად საქმიანობის შეჩერებისა გათბობის სისტემა მაინც საჭიროებდა ჩართვას.
საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და აღნიშნულ პერიოდებში საწარმოს შემოსავალი დაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, სასტუმროს ფუნქციონირების დროს გახარჯული ბუნებრივი აირის და მიღებული შემოსავლის შეპირისპირებით გამოყვანილია 1მ3 -ზე მიღებული შემოსავალი. აღნიშნული მაჩვენებლის გათვალისწინებით იმ პერიოდებზე, როცა წარდგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნულის ტოლია, შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. შესაბამისად გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ 2020 წლიდან მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო საქართველოშიც დაწესდა სხვადასხვა სახის შეზღუდვა, მათ შორის შეიზღუდა სასტუმროების საქმიანობა, შემცირდა და თითქმის გაჩერდა ტურისტული მოძრაობა, სწორედ ამიტომ კომპანიას საოპერაციო საქმიანობიდან არ მიუღია შემოსავლები, თუმცა რიგ თვეებში იძულებული იყო გამოეყენებინა ბუნებრივი აირი. გარდა ამისა, უცნობია თუ როგორ გაიანგარიშა შემმოწმებელმა აღნიშნული თანხები, ან რომელ საანგარიშო პერიოდზე მოხდა დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის სრულ პერიოდზე და 2022 წლის პირველ 4 თვეში არ უფიქსირდებოდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საოპერაციო საქმიანობიდან. გადასახადის გადამხდელის ზეპირი განმარტებით აღნიშნულ პერიოდში პანდემიის გამო სასტუმროს შეწყვეტილი ჰქონდა ეკონომიკური საქმიანობა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში შპს „---ს“ მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შპს „---გან“ და ფიქსირდება სხვადასხვა რაოდენობების ბუნებრივი აირის ხარჯვა: 2021 წლის აგვისტო - 771 მ 3 ; 2021 წლის სექტემბერი - 374 მ 3 ; 2021 წლის ოქტომბერი - 443 მ 3 ; 2021 წლის ნოემბერი - 1 268 მ 3 ; 2022 წლის მარტი - 1 781 მ 3 . აღსანიშნავია, რომ გადამხდელის განმარტებით ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ბუნებრივი აირის რაოდენობრივი ხარჯვა დაახლოებით იგივე დიაპაზონშია (შესაბამისობაშია) რა რაოდენობებიც ფიქსირდება საქმიანობის განხორციელების (დატვირთულობის) პერიოდებში. გადამხდელს წერილობითი ახსნა-განმარტება წარმოდგენილი არ აქვს, თუმცა სიტყვიერი ახსნა-განმარტებით სასტუმროში მიუხედავად საქმიანობის შეჩერებისა გათბობის სისტემა მაინც საჭიროებდა ჩართვას. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და აღნიშნულ პერიოდებში საწარმოს შემოსავალი დაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, სასტუმროს ფუნქციონირების დროს გახარჯული ბუნებრივი აირის და მიღებული შემოსავლის შეპირისპირებით გამოყვანილია 1მ3 -ზე მიღებული შემოსავალი. აღნიშნული მაჩვენებლის გათვალისწინებით იმ პერიოდებზე, როცა წარდგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ ჰქონდა, შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია საგადასახადო ორგანოს პოზიცია, შპს „---ან“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და გახარჯული ბუნებრივი აირის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11160 ბრძანება;
3. პირველი დავის საგნის ნაწილში:
ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. 2021 წლის ნოემბერსა და დეკემბერში სალაროდან გასული თანხების (დანიშნულებით - საწესდებო კაპიტალის შემცირება) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2.მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და გახარჯული ბუნებრივი აირის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო 05 სექტემბერი 2023 N 03/70613 2 შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 28.12.2022 წლის №33295 ბრძანება და №006-666 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11160 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11160 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია საგადასახადო ორგანოს პოზიცია მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და გახარჯული ბუნებრივი აირის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 73; 101; 154; 136; 491; 159; 163; 164.