მიწის სახით შენატანი ამხანაგობაში N 1904

1904 მიწის სახით შენატანი ამხანაგობაში - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 1904
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მიწის სახით შენატანი ამხანაგობაში N 1904

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელი საწარმოს მიერ ბინათმშენებლობის ამხანაგობაში შეტანილია მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება არ არის დადგენილი დოკუმენტურად. ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრულია საწარმოსთვის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართის გადაცემა

•საწარმომ ამხანაგობაში განხორციელებული შენატანი არ ჩათვალა მიწოდებად და არ დაბეგრა მოგების გადასახადითა და დღგ-ით

შეფასება

•საწარმოს მიერ ბინათმშენებლობის ამხანაგობაში განხორციელებული შენატანი მიწის სახით განიხილება მიწოდებად საბაზრო ფასებით, მხოლოდ მოგების გადასახადის მიზნებისათვის

•საწარმოს მიერ შემცირებულია ერთობლივი შემოსავალი მიწის ნამეტი ღირებულებით (მიწის საბაზრო ღირებულებას - მიწის შეძენი ღირებულება)

•მიწის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისაგან სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის "ჰ6" ქვეპუნქტის საფუძველზე

ღონისძიებები

•გადაანგარიშდება (გაიზრდება) საწარმოს ერთობლივი შემოსავალი და დაერიცხება კუთვნილი მოგები გადასახადი

•გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმოს დაერიცხება სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები