დღგ-ის ჩათვლა მზა პროდუქციის ნაშთზე N 11113
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის ჩათვლა მზა პროდუქციის ნაშთზე N 11113
ფაქტობრივი გარემოებები
· პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის ნაშთად ერიცხება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, მ.შ. მზა პროდუქცია.
· პირმა ჩაითვალა დღგ ნაშთად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობაში გამოყენებულ საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც შეძენილი/იმპორტირებული ჰქონდა დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტამდე. ამასთან, დღგ-ის ამ თანხით შეამცირა ნაშთების ღირებულება.
შეფასება
· სსკ-ის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს ჩაითვალოს დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. სსკ-ის მე-8 მუხლის შესაბამისად, სასაქონლო მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.
· ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირს უფლება აქვს ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე ჩაითვალოს დღგ, მისი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის ნაშთად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობაზე მიკუთვნებულ როგორც საქონელზე, ასევე მომსახურებაზე, დღგ-ის ჩათვლის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, მ.შ. ჩათვლის დოკუმენტების ხანდაზმულობის გათვალისწინებით.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც დასტურდება, რომ საქონლის/მომსახურების ხარჯები შეტანილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულებაში.
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით