N 6301-IIს - 12/06/2020 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 12.06.2020
№ დოკუმენტი 6301-IIს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ციფრული მმართველობის სააგენტოს − ამ სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გადასაცემად, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისთვის;

ტ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ციფრული მმართველობის სააგენტოს − საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს შორის დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფორმაცია;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,12 ივნისი 2020 წ.

N6301-IIს