N 1745-Vმს-XIმპ - 23/06/2026 - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ2“ ქვეპუნქტი:
„ჟ2) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება მაუწყებლის მიერ მიღებული, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის თაობაზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,23 ივნისი 2026 წ.
N1745-Vმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე