N 01-105/ნ - 29/12/2021 - იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ-№322 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №01-105/ნ-№353
2021 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ-№322 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებთ :
მუხლი 1
„იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე , რომელთა მიწოდება ან /და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან “ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ -322 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2020, 470230000.22.035.016823) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული
1. №2 დანართის (სამკურნალო /სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხა , რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან ) მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 2. ამ დანართის პირველი მუხლის მე -3 პუნქტში მოცემული საქონლის იმპორტი დღგ -ისაგან გათავისუფლებულია 2020 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 იანვრამდე .“.
2. №5 დანართის (საქართველოში წარმოებული სამკურნალო /სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ , მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა , რომელთა მიწოდება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან ) პირველი მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული საქონლის მიწოდება დღგ -ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია 2020 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 იანვრამდე .“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი