N 262 - 08/10/2025 - „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №262
2025 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, №159, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 135 მუხლის:
1. პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) გადასახადის გადამხდელი არ გაეცნო საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ხარვეზს ან უარი განაცხადა მის მიღებაზე, და ამასთან, ხარვეზის დადგენის შესახებ წერილის გაგზავნის თარიღიდან გასულია 30 კალენდარული დღე.“.
2. მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) გადასახადის გადამხდელი არ გაეცნო საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ხარვეზს ან უარი განაცხადა მის მიღებაზე, და ამასთან, ხარვეზის დადგენის შესახებ წერილის გაგზავნის თარიღიდან გასულია 30 კალენდარული დღე.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე