დღგ-ის ჩათვლა გამოვლენილ დანაკლისზე N 11112

11112 დღგ-ის ჩათვლა გამოვლენილ დანაკლისზე 13.08.2018
№ დოკუმენტი 11112
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის ჩათვლა გამოვლენილ დანაკლისზე N 11112

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, გადამხდელს დაუდგინდა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის დანაკლისი. გამოვლენილი დანაკლისი გადამხდელმა აღიარა საქონლის მიწოდებად, რის შედეგადაც საწარმოს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.

· გადამხდელმა, მიწოდებად განხილულ სასაქონლო -მატრიალურ ფასეულობაზე გადახდილი დღგ ჩაითვალა ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე სსკ-ით დადგენილი წესით.

შეფასება

· სსკ-ის 286-ე მუხლის, მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. სსკ-ის 174-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება, დასაბეგრ ოპერაციებში.

· იმის გათვალისწინებით, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი მისი გამოვლენის მომენტში ითვლება ერთი ოპერაციის ფარგლებში განხორციელებულ მიწოდებად, ამ სმფ-ის შეძენაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია სსკ-ის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

ღონისძიებები

· საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 25 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით