N 7006-რს - 15/07/2020 - საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 55-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გარანტიის წარდგენა საჭირო არ არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ იმ საქმიანობის ან ოპერაციის განხორციელებისთვის, რომელსაც ის საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს.“.
2. 103-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა;“.
3. 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 104. საქონლის სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა
1. პროცედურის მფლობელმა ან საქონლის მფლობელმა უცხოური საქონელი და მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი საბაჟო ორგანოსთან წინასწარი შეთანხმებით შეიძლება საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტს.
2. საქონლის სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,15 ივლისი 2020 წ.
N7006-რს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე