N 443 - 04/09/2019 - „ტექნიკური რეგლამენტის − „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 04.09.2019
№ დოკუმენტი 443
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №443

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის №190 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/04/2015, 300160070.10.003.018575) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს წესი ვრცელდება ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოს ჩატარების მიზნით, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №8 დანართით განსაზღვრულ, შემოსატანად აკრძალულ რეგულირებად ობიექტებსა და №10 დანართით განსაზღვრულ საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმებსა და №11 დანართით განსაზღვრულ მცენარეებსა და მცენარეულ პროდუქტებზე.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №8 დანართით განსაზღვრულ, შემოსატანად რეგულირებად ობიექტებსა და №10 დანართით განსაზღვრულ საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმებს საქართველოში შემოტანისას თან უნდა ახლდეს სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა, ხოლო ამავე დადგენილების №11 დანართით განსაზღვრულ მცენარეებსა და მცენარეულ პროდუქტებს − ასევე წარმოშობის ქვეყნის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატიც.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

 

პირველი ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე