N 180 - 29/05/2012 - ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 29.05.2012
№ დოკუმენტი 180
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №180

2012 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ნსაფ-ის მე-10 და მე-11 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის ნავთობპროდუქტის საცალო მიწოდების ნსაფ -ის (სერია „აა“) გამოწერის შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . გვინდაძე