ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგება (ერთიდაიგივე ქონება მიაწოდა უფრო დაბალ ფასად) N 2116
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგება N 2116
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელმა პირმა 2009 წლის 10 ოქტომბერს გაასხვისა კომერციული ფართები
•პირის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე ერთიდაიგივე ღირებულების კომერციული ფართი გასხვისდა უფრო ნაკლებ ფასად, ვიდრე სხვა პირებზე
•დადგენილია, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა იქონია გარიგების შედეგებზე
შეფასება
•პირს კომერციული ფართის ურთიერთდამოკიდებული პირისათვის მიწოდებისას, დაბეგვრის მიზნებისათვის, უნდა გამოეყენებინა საბაზრო ფასი
ღონისძიებები
•სსკ-ის 22-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოიცემა მოტივირებული წერილობითი გადაწყვეტილება გადასახადის დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების შესახებ
•აქტივების საბაზრო ფასი უნდა იქნეს ასახული პირის ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგროს მოგების გადასახადით. ასევე, პირს გაეზრდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაიბეგრება დღგ-ით
•მოგებისა და დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადების შემცირების შემთხვევაში, გამოიყენება სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით