დაქირავებული პირის სარგებელი (საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ჩამოწერა) N 1811
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დაქირავებული პირის სარგებელი N 1811
ფაქტობრივი გარემოებები
•2007 წელს საწარმომ დასაბეგრი მოგების შემცირების გარეშე დაქირავებულ პირს ჩამოაწერა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები
•საწარმომ ჩამოწერილი თანხა არ დაბეგრა გადახდის წყაროსთან
შეფასება
•ჩამოწერილი თანხა სსკ-ის 174-ე მუხლის თანახმად, ჩაითვლება ხელფასად, ხოლო თანხის ჩამოწერის თარიღი - ხელფასის გაცემის თარიღად
•თანხის ჩამოწერამდე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები ჩაითვლება დაქირავებულისათვის გაწეულ მომსახურებად, ხოლო დაქირავებულის მიერ მიღებული სარგებლის ოდენობა გაიანგარიშება ეროვნული ბანკის მიერ სესხისათვის დადგენილი შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით
ღონისძიებები
•ა) შესაბამის პერიოდებში, საწარმოს დაერიცხება ხელფასის სახით მიღებული სარგებლისა და ჩამოწერილი საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მიხედვით საშემოსავლო და სოციალური გადასახადები; ბ) გაიზრდება საწარმოს ერთობლივი შემოსავალი დაქირავებულისათვის გაწეული უსასყიდლო მომსახურების საბაზრო ღირებულებით; გ) გაიზრდება საწარმოს გამოსაქვითი თანხები ხელფასის ოდენობით
•საწარმოს შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაერიცხება სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ხოლო გადასახადის წყაროსთან დაუკავებლობისათვის - ჯარიმა, გათვალისწინებული სსკ-ის 134-ე მუხლით