საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3-672/2021

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.08.2024
№ დოკუმენტი 3-672/2021
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული სხვა

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3-672/2021

07 აგვისტო, 2024 წელი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი თამარ გიორგაძე

 

ქ. ბათუმი

 

მოსარჩელე - „----------“

წარმომადგენელი - ----------

მოპასუხეები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულიბის ეროვნული ბიუროს ---------- და ---------- სააღსრულებო ბიურო.

წარმომადგენელი - ----------

მესამე პირი - სს „----------“

წარმომადგენელი - ----------

მესამე პირი - საქართველოს ფინანსოა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

წარმომადგენელი - ----------

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილობა, ქმედების განხორციელება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შეწყდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ---------- და ---------- ბიუროს წარმოებაში არსებული N---------- სააღსრულებო წარმოება.

1.2. გაუქმდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ---------- და ---------- ბიუროს N---------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

1.3. დავალდებულდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ---------- და ---------- ბიურო, მის წარმოებაში არსებულ N---------- სააღსრულებო საქმეში დააკორექტიროს მოვალეზე დავალიანების მიზნით გადასახდელი თანხის ოდენობა და ისე მოახდინოს დავალიანების დასაფარად იძულებითი აუქციონის ჩატარება.

მოსარჩელის განმარტებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს „----------“ სარჩელი და მოპასუხეებს შპს „----------“ს, შპს „----------“ ----------, ---------- და ---------- N---------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 228.388.85 აშშ დოლარის გადახდა, ასევე N---------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 147.532.73 აშშ დოლარი, ჯამში 375921.58 აშშ დოლარი. ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის ამოღება დაიწყო იპოთეკით დატვირთული ქონებების აუქციონზე რეალიზებით.

2011 წლის 17 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულები ფურცელი N2-255, ---------- და ---------- სააღსრულებო ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება ----------. 2014 წლის 05 აგვისტოს სააღსრულებო ბიურომ გამოსცა განკარგულება N----------, რომლითაც მოპასუხე ---------- იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ---------- N---------- ს/კ ---------- (ძველი ს/კ ----------) საკუთრებაში გადეცა „----------“-ს. აღნიშნული ქონებას დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნით შეფასებულია 452 000 ლარად. მიუხედავად იმისა, რომ სააღსრულებო ბიურომ N----------, განკარგულებით გადაცა შემძენს ---------- საკუთრებაში რეგისტრირებული 452 000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება, ძირითადი დავალიანებას 375921.58 აშშ დოლარს არ გამოაკლო არცერთი თეთრი და ისე სურს აუქციონზე გაიტანოს დარჩენილი უძრავი ქონებები დავალიანების 375921.58 აშშ დოლარის დასაფარად. აღსრულების ბიურო არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოეხდინოს კორექტირება და ისე გაიტანოს დარჩენილი ქონება აუქციონზე უარს აცხადებს.

ასევე ---------- და ---------- სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში აქვს N---------- სააღსრულებო საქმე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ 22.01.2014 წელს გაცემულ N2-20/2013 სააღსრულებო ფურცელზე. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის სარჩელი და მოვალე „----------“ დაეკისრა 724936 ლარის გადახა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიმნული დავალიანება არ არსებობს, მაგრამ ბიურო მაინც ცდილობს არარსებული დავალიანების ამოსაღებად იძულებითი აუქციონის წესით გაასხვისოს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ქონებები.

მოსარჩელის განმარტებით სააღსრულებო ბიურო არ იკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს და ისე ატარებს იძულებით აუქციონს, როდესაც დავალიანება საერთოდ არ არსებობს (იხ. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით) ადმინისტრაციული ორგანო ატარებს იძულებით აუქციონს და სურს გაასხვისოს მოსარჩელის უძრავი ქონება, რითაც მას ადგება გამოუსწორებელი ზიანი, რის გამოც იძულებულია მიმართოს სასამართლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას სახელმწოფოს ბიუჯეტში გადასახდელი დავალიანება არ გააჩნია, რადგან იგი იმ საქმეზე რაზეც ზიანის ანაზღაურება დაეკისრა შეიწყალა პრეზიდენტმა, როგორც ძირითადი ისე დამატებითი სასჯელის ნაწილში, რაც თავისთავად გულისხმობს თანხის პატიებასაც. შესაბამისად მიაჩნია, მისი მოთხოვნები არის საფუძვლიანი და მართლზომიერი, რის გამოც უნდა მოხდეს სარჩელის დაკმაყოფილება სრულად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა არ სცნო წარმოდგენილი სარჩელი და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი შემდეგი გარემოებების გამო;

მოპასუხის განმარტებით აღსრულების ეროვნული ბიუროს ---------- და ---------- ტერიტორიული ერთეულის წარმოებაშია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 22.01.2014 წლის N2-20/2013 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე N---------- სააღსრულებო საქმე. სააღსრულებო საქმის მიხედვით, მოვალე „----------“ დაეკისრა 724 935 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დასახელებული საქმის ფარგლებში, მოვალეს ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ, მოხდა მოვალის ქონების მოძიება-აღწერა დაყადაღება.

სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ასევე N---------- სააღსრულებო საქმე, ბათუმის სასამართლოს 17.11.2011 წ. N2-255 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. რომლის თანახმადაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს „----------“ სარჩელი და მოპასუხეებს შპს „----------“ს, შპს „----------“ ----------, ---------- და ---------- N---------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 228.388.85 აშშ დოლარის გადახდა, ასევე N---------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 147.532.73 აშშ დოლარი. ჯამში 375921.58 აშშ დოლარი. ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. N---------- გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის ამოღება უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

კერძოდ, მოპასუხე ---------- სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ---------- N---------- მდებარე ბინა N----------, ხელვაჩაურის რაიონი ს. ---------- მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობი 711 კვ.მ. დაუზუსტებელი მისამართი ----------, ---------- და შენობა-ნაგებობების 64.9 კვ.მ. სარეგისტრაციო ზონა ----------, კოდი ----------, სექტორი ----------, კოდო ----------, კვარტალი ----------, ნაკვეთის ----------, საკადასტრო კოდი ----------. და ---------- N---------- მდებარე ბინა N----------, ფართი 55.14. კვ.მ. ს/კ ---------- აუქციონზე რეალიზაციის გზით.

მოპასუხე ---------- სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ---------- მდებარე უძრავი ქონების ს/კ ----------. აუქციონზე რეალიზაციის გზით

მოპასუხე „----------“ სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ---------- მდებარე უძრავი ქონების, სარეგისტრაციო ზონა ----------, კოდი ----------, სექტორი ----------, კოდი ----------, კვარტალი ნომერი ----------, ნაკვეთის ნომერი ----------, ფართი 2000 კვ.მ. ს/კ ----------. აუქციონზე რეალიზაციის გზით.

ამასთან, N---------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის ამოღება უნდა მომხდარიყო ---------- საკუთრებაში რიცხულ, ამჟამად ---------- სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ---------- მხარეს მდებარე 1258 კვ, მ, მიწის ნაკვეთის ს/კ ----------. აუქციონზე რეალიზაციის გზით.

მიმდინარე აღსრულების ფარგლებში მოვალე ---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (713კვ,მ,) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და 64.90 კვ.მ. შენობა-ნაგებობის მდებარე ----------, ს/კ ----------. რეალიზაციით, ქონების შემძენი 28.07.2014 და 05.08 2014 წელს ჩატარებულ მეორე აუქციონზე გახდა შპს „----------“ . რომელმაც აღნიშნული ქონება შეიძინა 7300 ლარად, რომელზეც გაიცა 05.08.2014 წელს განკარგულება საკუთრების უფლებაზე.

ქონების რეალიზაციით მოვალისათვის შემცირდა აღსასრულებელი მოთხოკნის ოდენობა და აღნიშნულის თაობაზე 19.10.2021 წელს N---------- წერილით ეცნობა მოსარჩელე „----------“, რომ დარჩენილი დავალიანება აღსრულების საფასურის გათვალისწინებით შეადგენდა 1257246,58 ლარს

მოპასუხის განმარტებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 82.1 მუხლის მიხედვით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ იფარება საფასური და ამ კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ხარჯები, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა - იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგ დარჩენილიო თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.

მოპასუხისვე განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არ შეამცირა ქონების რეალიზაციის შემდგომ ძირითადი თანხის ოდენობა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რადგან მას ქონების რეალიზაციის შესახებ ეცნობა 19.10.2021 წელს N1---------- წერილით, სადაც ჩანს შემცირებული თანხის ოდენობა. ამჯერად მისთვის გაუგებარია დამატებით რა თანხის კორექტირებას ითხოვს მოსარჩელე.

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ---------- და ---------- ტერიტორიული ერთეულის წარმოებაშია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 22.01.2014 წლის N2-20/2013 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე N---------- სააღსრულებო საქმე. სააღსრულებო საქმის მიხედვით, მოვალე „----------“ დაეკისრა 724 935 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დასახელებული საქმის ფარგლებში, მოვალეს ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ, მოხდა მოვალის ქონების მოძიება-აღწერა დაყადაღება. მოპასუხისვე განმარტებით მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ მიჩნი მოსარჩელეს, რომ ამ შემთხვევაში აღსრულება მიმდინარეობს უკანონოდ და იგი უნდა შეწყდეს, მაშინ, როცა არსებობს აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილება და მასზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი და კრედიტორის მიერ აღსრულების ფარგლებში არა აქვს წარმოდგენილი განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

3. მესამე პირის პოზიცია.

მესამე პირის სს „----------“ წარმომადგენელმა სარჩელი ბანკის ნაწილში არ ცნო და განმარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად. მესამე პირის განმარტებით მისთვის გაუგებარია რა თანხის კორექტირებაზე საუბრობს მოსარჩელე, მაშინ როცა ასეთი თავის დროზე არც კრედიტორისათვის და არც აღსრულების ბიუროსათვის არ მოუთხოვია. მესამე პირის განმარტებით მოსარჩელის მოთხოვნები სამართლებრივი საფუძვლებით, გარდა იმისა, რომ შინაარსობრივად უსაფუძვლოა, ასევე ხანდაზმულიცაა, რადგან სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 18 პრიმა მუხლის თანახმად აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან საჩივრდება ამ მოქმედების განხორციელებიდან 15 დღის ვადაში. იგივე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად სააღსრულებო წარმოებისას ქონების შეძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი და იგი საჩივრდება სასამართლოში, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი წესით და ვადაში. მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის სარეალიზაციო ფასთან მიმართებაში და ასევე აუქციონის შედეგების თაობაზე სცილდება ხანდაზმულობის ფარგლებს, რადგან ქონების შეფასება მომხდარია 2012 წელს ნივთის აუქციონზე გატანამდე და რეალიზაცია მომხდარია და 2014 წელს, რაც თავის დროზე სადაოდ არ გაუხდია მოსარჩელეს 2021 წლამდე ანუ სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე. მისივე განმარტებით აუქციონზე უკვე გაყიდული ქონების შეფასების ახალი დასკვნა, რომელიც თარიღდება 2021 წლით, ვერანაირად ვერ გახდება ჩატარებულ აუქციონის შედეგების და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული 2012 წლის შეფასების აქტების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი. ამდენად, სარჩელი ემსახურება მხოლოდ საქმის დასრულების უსაფუძვლო გაჭიანურებას და მას სხვა დანიშნულება არა აქვს.

მესამე პირისვე განმარტებით, მოსარჩელის პოზიცია, რომ მას არ შემცირებია გაყიდული ქონების რეალიზაცით პირვანდელი დავალიანების თანხა არ არის მართალი, რადგან აუქციონზე ამონაგები თანხა აღსრულების საფასურის გამოკლებით მიემართა მოთხოვნის ოდენობის შესამცირებლად, რამაც შეადგი5ა 6958,58 ლაი, კურსით 1,7353 შესაბამისი დოლარის ოდენობა 4010,19, რაც მოაკლდა ძირითად თანხას. ამასთან აღსრულებას ბანკისათვის არ გადმოუცია ეს ქონება ქონება, იგი სხვა სამართლებრივმა სუბიექტმა შეიძინა კერძოდ, შპს „----------“. გასაყიდი ნივთის თავდაპირველი ფასი იყო 166 ათასი ლარი, რაც მეორე განმეორებით აუქციონზე გაიყიდა 7300 ლარად, სადაც ნივთის თავდაპირველ მესაკუთრეს, მიუხედავად იმისა, რომ აუქციონი იყო საჯარო მონაწილეობა არც კი მიუღია.

დასტურად იმისა, რომ აუქციონის შემდეგ ბანკის მოთხოვნის ოდენობა შემცირდა, მესამე პირმა ამის დასტურად მიუთითა სესხის დაფარვის ბიზნეს პროცესზე, სადაც მისივე განმარტებით გარკვევით ჩანს ამონაგები თანხით სესხის ნაწილობრივ დაფარვის პროცესი.

შესაბამისად მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. მესამე პირის პოზიცია.

მესამე პირმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ნაწილში არ ცნო და განმარტა, რომ „----------“ დღეის მდგომარეობით ერიცხება გადასახდელი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც არის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლით გადასახდელი თანხა, ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე. მესამე პირმა სასამართლოში წარმოადგინა სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი.

 

5. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

5.1. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს „----------“ სარჩელი და მოპასუხეებს შპს „----------“ს, მპს „----------“ ----------, ---------- და ---------- N---------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 228.388.85 აშშ დოლარის გადახდა, ასევე N---------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 147.532.73 აშშ დოლარი, ჯამში 375921.58 აშშ დოლარი. ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის ამოღება უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული ქონებების აუქციონზე რეალიზებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

5.2. დადგენილია, რომ 2011 წლის 17 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი N2-255, დღესდღეობით სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია N---------- სააღსრულებო საქმე, ბათუმის სასამართლოს 17.11.2011 წ, N2- 255 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. როგორც საქმის მასალებით დგინდება N---------- გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ დაკისრებული დავალიანების თანხის ამოღება აღსრულებისას უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

კერძოდ, მოპასუხე ---------- სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ---------- მდებარე ბინა N----------, ---------- მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობი 711 კვ.მ. დაუზუსტებელი მისამართი ----------, ---------- და შენობა-ნაგებობების 64.9 კვ.მ. სარეგისტრაციო ზონა ----------, კოდი ----------, სექტორი ----------, კოდო ----------, კვარტალი ----------, ნაკვეთის ----------, საკადასტრო კოდი ----------. და ბათ---------- მდებარე ბინა ----------, ფართი 55.14. კვ.მ. ს/კ ---------- აუქციონზე რეალიზაციის გზით.

მოპასუხე ---------- სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ---------- მდებარე უძრავი ქონების ს/კ ---------- აუქციოწზე რეალიზაციის გზით

მოპასუხე „----------“ სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ---------- მდებარე უძრავი ქონების, სარეგისტრაციო ზონა ----------, კოდი ----------, სექტორი ----------, კოდი ----------, კვარტალი ნომერი ----------, ნაკვეთის ნომერი ----------, ფართი 2000 კვ.მ. ს/კ ----------. აუქციონზე რეალიზაციის გზით.

ამასთან, N---------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის ამოღება უნდა მომხდარიყო ---------- საკუთრებაში რიცხული, ამჟამად ---------- სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ---------- მხარეს მდებარე 1258 კვ, მ, მიწის ნაკვეთის ს/კ ----------. ----------აუქციონზე რეალიზაციის გზით,დადგენილია, რომ მიმდინარე აღსრულების ფარგლებში მოვალე ---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (713კვ,მ,) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და 64.90 კვ.მ. შენობა-ნაგებობის მდებარე ----------, სახლი ----------, ს/კ ----------. აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით 2012 წელს შეფასებული იქნა ექსპერტების მიერ, რომლის ღირებულებამ შეადგინა 166000 ლარი. რომლის რეალიზაციით, ქონების შემძენი 28.07.2014 და 05.08 2014 წელს ჩატარებულ მეორე აუქციონზე გახდა შპს „----------“. რომელმაც აღნიშნული ქონება შეიძინა 7300 ლარად, რომელზეც გაიცა 05.08.2014 წელს განკარგულება საკუთრების შეძენაზე.

დადგენილია, რომ ქონების ყოფილ მეპატრონეს სადაო ქონების შეფასების აქტი და აუქციონის შედეგები კანონით დადგენილ ვადებში სადაოდ არ გაუხდია. ამასთან აუქციონში მონაწილეობა არ მიუღია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2011 წლის 17 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი N2-255,სააღსრულებო ---------- საქმე მხარეთა განმარტებები..

5.3. დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ---------- და ---------- ტერიტორიული ერთეულის წარმოებაშია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 22.01.2014 წლის N2-20/2013 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე N---------- სააღსრულებო საქმე. სააღსრულებო საქმის მიხედვით, მოვალე „----------“ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაეკისრა 724 935 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე. დასახელებული საქმის ფარგლებში, მოვალეს ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მოხდა მოვალის ქონების მოძიება-აღწერა დაყადაღება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2013 წლის 23 აპრილის ხელვაჩაურის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს N20/2013 სააღსრულებო ფურცელი. მხარეთა განმარტებები.

5.4. დადგენილია, რომ 2021 წლის 29 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა „----------“, სადაც საეჭვოდ მიიჩნია 2012 წელს ექსპერტების მიერ ს/კ ----------. რეგისტრირებული ქონების შეფასება 166000 ლარად და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წელს ქონების გასხვისება საჯარო აუქციონზე. მოსარჩელემ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების აქტის საპირწონედ სასამართლოს წარმოუდგინა აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე რიცხული ქონების 2021 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით შეფასების დასკვნა N---------- (აუდიტორი ----------). რომლის თანახმადაც აღნიშნული ქონების ღირებულება შეფასების პერიოდისათვის შეადგენდა 452 000 (ოთხას ოცდათორმეტ ათას ლარს). მოსარჩელის მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ---------- და ---------- სააღსრულებო ბიურომ N---------- განკარგულებით ---------- საკუთრებაში არსებული ს/კ ----------. ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება რეალურად შეადგენდა 452 000 ლარს, გაასხვისა საჯარო აუქციონზე 7300 ლარად, დავალიანების 375921.58 აშშ დოლარის დასაფარად, მიუხედავად ამისა არცერთი თეთრი არ დააკლო დავალიანების ძირითად თანხას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

---------- და ---------- სააღსრულებო ბიუროს N---------- განკარგულება. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მხარეთა განმარტებები.

5.5. დადგენილია, რომ ---------- და ---------- სააღსრულებო ბიუროს 2021 წლის 19 ოქტომბრის N---------- წერილით მოსარჩელე „----------“ ეცნობა, რომ აუქციონის შემდეგ სს „----------“ სასარგებლოდ გადასახდელი მიმდინარე დავალიანება აღსრულების საფასურის ჩათვლით ლარის კურსის შესაბამისად აშშ დოლართან მიმართებით შეადგენდა 1257246.58 ლარს. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის. სხდომაზე მიცემული განმარტებით დადგენილია, რომ აღნიშნულ თანხაზე შესაბამისი გაანგარიშებით მოკლებულია უკვე გასხვისებული ქონების ღირებულება აღსრულების ხარჯების გათვალისწინებით.

იგივე დასტურდება ასევე საქმეში არსებული აუქციონის შედეგად ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომართვითაც, საიდანაც დგინდება, რომ აუქციონის შედეგად მიღებული თანხიდან 7300 ლარიდან, 6958.88 ლარი მიემართა კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხოლო 341.12 ლარი აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასურის გადასახდელად. ს.ფ. 103.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

---------- და ---------- სააღსრულებო ბიუროს 2021 წლის 19 ოქტომბრის N---------- წერილი. მხარეთა განმარტებები. საქმეში არსებული აუქციონის შედეგად ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ მომართვა ს.ფ. 103.

 

მხარეთა განმარტებები.

5.6. დადგენილია, რომ დღემდე სადაო თანხებზე სააღსრულებო წარმოება დასრულებული არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

8. სამართლებრივი შეფასება

8.1. დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შესაფასებელია შესაწყვეტია თუ არა სააღსრულებო წარმოება საქმეზე N---------- და გასაუქმებელია თუ არა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ---------- და ---------- სააღსრულებო ბიუროს N---------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, შესაბამისად მოსახდენია თუ არა არსებული დავალიანების ოდენობის შემცირება, რაც თავისი შინაარსით, სამართლებრივი შეფასების კატეგორიაა და უნდა გადაწყდეს განსახილველი დავის ფარგლებში.

8.2.სადაო საკითხის შეფასებისას სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმადაც იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება; მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ასევე ამავე კანონის მე-7 პუნქტზე, რომლითაც დადგენილია. რომ აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსის შესახებ, დაეხმაროს მათ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით, კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვთ, აღსრულების გადადების, განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედების თაობაზე მიმართონ სასამართლოს.

8.3.სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო ფურცელი აღმასრულებლისათვის წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს კრედიტორთა და მოვალეთა წრეს, ასევე, აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობას. შესაბამისად, აღმასრულებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს სააღსრულებო ფურცლით და არ გასცდეს მის ფარგლებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილით თანხის გადახდევინების საქმეზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია; ა) აღსრულების დაწყება. ბ) ქონებაზე ყადაღის დადება გ) აუქციონის ჩატარება. დ)კრედიტორისათვის თანხის გადაცემა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. წინადადება მოვალეს ბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდვს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სააღსრულებო წარმოება წყდება იმ შემთხვევაში თუ კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე. მასთან საქმის წარმოების შეწყვეტის აუცილებელ პირობას წარმოადგენს კრედიტორის უარი აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულებაზე.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერის ოქმში და დაყადაღების აქტში. მე-2 პუნქტის თანახმად თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი.

ამავე კანონის 50-ე მუხლების თანახმად აღსრულების ეროვნული ბიურო ან მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირი მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთი თვის კადაში სოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, მისი რეალიზაციის მიზნით აცხადებს საჯარო აუქციონს. სადაც ხდება ნივთების რეალიზაცია, ხოლო მიღებული თანხით კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 82.1 მუხლის მიხედვით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ იფარება საფასური და ამ კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ხარჯები, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგ დარჩენილიო თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.

8.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს „----------“ სარჩელი და მოპასუხეებს შპს „----------“, შპს „----------“ ----------, ---------- და ---------- N---------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 228.388.85 აშშ დოლარის გადახდა, ასევე N---------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 147.532.73 აშ. დოლარი, ჯამში 375921.58 აშშ დოლარი. ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის ამოღება უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული ქონებების აუქციონზე რეალიზებით.

8.5. დადგენილია, რომ 2011 წლის 17 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი N2-255 და დღესდღეობით სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია N---------- სააღსრულებო საქმე, ბათუმის სასამართლოს 17.11.2011 წ. N2- 255 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ N---------- გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ დაკისრებული დავალიანების თანხის ამოღება აღსრულებისას უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

კერძოდ, მოპასუხე ---------- სახელზე რეგისტრირებული. იპოთეკით დატვირთული ---------- მდებარე ბინა N----------, ---------- მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობი 711 კვ.მ. დაუზუსტებელი მისამართი ----------, ---------- და შენობა-ნაგებობების 64.9 კვ.მ. სარეგისტრაციო ზონა ----------, კოდი ----------, სექტორი ----------, კოდო ----------, კვარტალი ----------, ნაკვეთის ----------, საკადასტრო კოდი ----------. და ---------- მდებარე ბინა ----------ის, ფართი 55.14. კვ.მ. ს/კ ---------- აუქციონზე რეალიზაციის გზით.

მოპასუხე ---------- სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ხელვაჩაურის რაიონის მახვილაურის მეურნეობაში მდებარე უძრავი ქონების ს/კ ----------. აუქციონზე რეალიზაციის გზით

მოპასუხე „----------“ სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ---------- მდებარე უძრავი ქონების, სარეგისტრაციო ზონა ----------, კოდი ----------, სექტორი ----------, კოდი ----------, კვარტალი ნომერი ----------, ნაკვეთის ნომერი ----------, ფართი 2000 კვ.მ. ს/კ ----------. აუქციონზე რეალიზაციის გზით.

ამასთან, N---------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის ამოღება უნდა მომხდარიყო ---------- საკუთრებაში რიცხული, ამჟამად ---------- სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ---------- მხარეს მდებარე 1258 კვ, მ, მიწის ნაკვეთის ს/კ ----------აუქციონზე რეალიზაციის გზით.

8.6. მიმდინარე აღსრულების ფარგლებში დადგენილია, რომ მოვალე ---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (713კვ,მ,) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 64.90 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მდებარე ----------, სახლი ----------, ს/კ ----------. აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით 2012 წელს შეფასებული იქნა ექსპერტების მიერ, რომლის ღირებულებამ შეადგინა 166000 ლარი. დადგენილია ისიც, რომ რეალიზაციით, ქონების შემძენი 28.07.2014 და 05.08 2014 წელს ჩატარებულ მეორე აუქციონზე გახდა შპს „----------“. რომელმაც აღნიშნული ქონება შეიძინა 7300 ლარად, რომელზეც გაიცა 05.08.2014 წელს განკარგულება საკუთრების შეძენაზე.

8.7.დადგენილია, რომ ქონების ყოფილ მეპატრონეს სადაო ქონების შეფასების აქტი და აუქციონის შედეგები კანონით დადგენილ ვადებში სადაოდ არ გაუხდია. ამასთან აუქციონში მონაწილეობა არ მიუღია.

8.8. დადგენილია, რომ 2021 წლის 29 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა „----------“ სადაც საეჭვოდ მიიჩნია 2012 წელს ექსპერტების მიერ ს/კ ----------. რეგისტრირებული ქონების შეფასება 166000 ლარად და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წელს ქონების გასხვისება საჯარო აუქციონზე. მოსარჩელემ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების აქტის საპირწონედ სასამართლოს წარმოუდგინა აღნიშნულ საკადასტრო წარმოუდგინა აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე რიცხული ქონების 2021 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით შეფასების დასკვნა ---------- (აუდიტორი ----------). რომლის თანახმადაც აღნიშნული ქონების ღირებულება - შეფასების პერიოდისათვის შეადგენდა 452 000 (ოთხას ოცდათორმეტ ათას ლარს). მოსარჩელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ---------- და ---------- სააღსრულებო ბიურომ N---------- განკარგულებით ---------- საკუთრებაში არსებული ს/კ ----------. ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 452 000 ლარს, 7300 ლარად გაასხვისა საჯარო აუქციონზე დავალიანების 375921.58 აშშ დოლარის დასაფარად. მიუხედავად აღნიშნულისა არცერთი თეთრი არ დააკლო დავალიანების ძირითად თანხაზე და ამჯერადაც ისე სურს გაასხვისოს სხვა ქონებებიც, რომ არ მოხდინოს დავალიანების 375921.58 აშშ დოლარის კორექტირება გასხვისებული ქონების გამოკლებით.

8.9.დადგენილია, რომ ---------- და ---------- სააღსრულებო ბიუროს 2021 წლის 19 ოქტომბრის N---------- წერილით მოსარჩელე „----------“ ეცნობა. რომ დღეის მდგომარეობით სს „----------“ სასარგებლოდ გადასახდელი მიმდინარე დავალიანება აღსრულების საფასურის ჩათვლით ლარის კურსის შესაბამისად აშშ დოლართან მიმართებით შეადგენდა 1257246.58 ლარს. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით დადგენილია, რომ აღნიშნულ თანხაზე შესაბამისი გაანგარიშებით, მოკლებულია უკვე გასხვისებული ქონების ღირებულება აღსრულების ხარჯების გათვალიწინებით.

იგივე დასტურდება საქმეში არსებული აუქციონის შედეგად ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომართვითაც, საიდანაც იკვევა, რომ აუქციონის შედეგად მიღებული თანხიდან 7300 ლარი, 6958.88 ლარი მიემართა კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხოლო 341.12 ლარი აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასურის გადასახდელად.

დადგენილია, რომ დღემდე სადაოდ გახდილ თანხებზე სააღსრულებო წარმოება დასრულებული არ არის.

8.10.ასევე დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ---------- და ---------- ტერიტორიული ერთეულის წარმოებაშია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 22.01.2014 წლის N2-20/2013 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე N---------- სააღსრულებო საქმე. სააღსრულებო საქმის მიხედვით, მოვალე „----------“ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაეკისრა 724 935 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე. დასახელებული საქმის ფარგლებში, მოვალეს ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მოხდა მოვალის ქონების მოძიება-აღწერა დაყადაღება.

8.11.ზემოთ მოყვანილი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია სადაო საკითხებზე მოსარჩელის პოზიცია, იმის შესახებ, რომ მოპასუხე სააღსრულებო ბიურო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე ახდენს იძულებით აუქციონზე აღსრულებისათვის მოძიებული ნივთების მოძიება გასხვისებას. ამასთან სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია, მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება არ გააჩნია და აღსრულების ეროვნული ბიურო დავალიანების არ არსებობის პირობებში იძულებითი აუქციონის გზით აპირებს ქონების იძულებითი წესით გაყიდვას. სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა საქმეზე დადგენილი შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით;

როგორც საქმის მასალებით დგინდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ---------- და ---------- ტერიტორიული ერთეულის წარმოებაშია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 22.01.2014 წლის N2-20/2013 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე N---------- სააღსრულებო საქმე. სააღსრულებო საქმის მიხედვით, მოვალე „----------“ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაეკისრა 724 935 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე. დასახელებული საქმის ფარგლებში, მოვალეს ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მოხდა მოვალის ქონების მოძიება-აღწერა დაყადაღება.

მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე მოსარჩელის პოზიცია, რომ მას სახელმწოფოს ბიუჯეტში გადასახდელი დავალიანება არ გააჩნია არის მცდარი მოსაზრება. სასამართლო განმარტავს, რომ, ფაქტი იმის შესახებ, რომ სადაო სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელე შეიწყალა პრეზიდენტმა არ შეიძლება გამოდგეს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ეს უკანასკნელი ამით გათავისუფლებულია სახელმწიფისათვის დანაშაულით მიყენებულ ზიანის ანაზღაურებისაგან, რადგან სამართლებრივად პრეზიდენტის შეწყალება ეხება მხოლოდ ძირითადი და დამატებით სასჯელისგან პირის გათავისუფლებას და იგი არ ვრცელდება დანაშაულით სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანზე. შესაბამისად უდაოა, რომ შეწყალება არ გულისხმობს სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ნაწილში თანხის ანაზღაურების პატიებას.

8.12. მოკლებულია ობიექტურ შეფასებას ასევე მოსარჩელის პოზიცია, იმის შესახებ, რომ მოპასუხე სააღსრულებო ბიურო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე ახდენდა იძულებით აუქციონზე აღსრულებისათვის მოძიებული ნივთების გასხვისებას და იგი არ აკლებდა ძირითად დავალიანებას აუქციონზე გასხვისებული ნივთის ღირებულებას, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის პოზიცია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არ აწვდიდა მას ცნობებს დარჩენილი დავალიანების შესახებ, რადგან საპირისპირო დასტურდება საქმეში არსებული ---------- და ---------- სააღსრულებო ბიუროს 2021 წლის 19 ოქტომბრის NA ---------- წერილით, რითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე „----------“ ეცნობა, რომ აუქციონის შედეგების შემდგომ სს „----------“ სასარგებლოდ გადასახდელი მიმდინარე დავალიანება აღსრულების საფასურის ჩათვლით ლარის კურსის შესაბამისად აშშ დოლართან მიმართებით შეადგენდა 1257246.58 ლარს, რაც დასტურდება ასევე საქმეში არსებული აუქციონის შედეგად ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომართვითაც, საიდანაც იკვევა რომ აუქციონის შედეგად მიღებული თანხიდან 7300 ლარი, 6958.88 ლარი მიემართა კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხოლო 341.12 ლარი აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასურის გადასახდელად.

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ღაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

9. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო პროცესის 55-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.

 

10. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო პროცესის კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.„----------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2.გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც შეჩერდა აღსრულება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ---------- და ---------- სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული NA14008395 და A1167534 სააღსრულებო საქმეებზე.

3. მოსარჩელეს „----------“ (პ/ნ ----------) დაუბრუნდეს, ---------- (----------) მიერ 28/10/2021 წელს სს „----------“ (საგადასახადო დავალება NO) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, კერძოდ, გადახდილი 3000 (სამი ათასი) ლარიდან დაუბრუნდეს 2900 (ორი ათას ცხრაასი) ლარი (მიმღების დასახელება-ბიუჯეტის შემოსულობების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300693150; მიმღების ბანკი/ხაზინა ფინანსთა-სამინისტროს ერთიანი ანგარიში, მიმღების სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი '- TRESGE22; გადახდის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე) ხოლო 100 (ასი) ლარი დარჩესბიუჯეტში გადახდილად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადამი დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქუთაისი ნიუპორტის ქ.32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ბათუმი ზუბალაშვილების ქუჩა 30) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ალექსანდრე გოგუაძე

 

სადავო საკითხი

ადმინისტრაციული აქტის ბათილობა, ქმედების განხორციელება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია სადაო საკითხებზე მოსარჩელის პოზიცია, იმის შესახებ, რომ მოპასუხე სააღსრულებო ბიურო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე ახდენს იძულებით აუქციონზე აღსრულებისათვის მოძიებული ნივთების მოძიება გასხვისებას. ამასთან სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია, მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება არ გააჩნია და აღსრულების ეროვნული ბიურო დავალიანების არ არსებობის პირობებში იძულებითი აუქციონის გზით აპირებს ქონების იძულებითი წესით გაყიდვას. სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა საქმეზე დადგენილი შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით;

როგორც საქმის მასალებით დგინდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ერთეულის წარმოებაშია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 22.01.2014 წლის N2-20/2013 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო საქმე. სააღსრულებო საქმის მიხედვით, მოვალეს სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაეკისრა 724 935 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე. დასახელებული საქმის ფარგლებში, მოვალეს ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მოხდა მოვალის ქონების მოძიება-აღწერა დაყადაღება.

მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე მოსარჩელის პოზიცია, რომ მას სახელმწოფოს ბიუჯეტში გადასახდელი დავალიანება არ გააჩნია არის მცდარი მოსაზრება. სასამართლო განმარტავს, რომ, ფაქტი იმის შესახებ, რომ სადაო სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელე შეიწყალა პრეზიდენტმა არ შეიძლება გამოდგეს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ეს უკანასკნელი ამით გათავისუფლებულია სახელმწიფისათვის დანაშაულით მიყენებულ ზიანის ანაზღაურებისაგან, რადგან სამართლებრივად პრეზიდენტის შეწყალება ეხება მხოლოდ ძირითადი და დამატებით სასჯელისგან პირის გათავისუფლებას და იგი არ ვრცელდება დანაშაულით სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანზე. შესაბამისად უდაოა, რომ შეწყალება არ გულისხმობს სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ნაწილში თანხის ანაზღაურების პატიებას.

 

გადაწყვეტილება

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.