გადაწყვეტილება №26436/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2026
№ დოკუმენტი 26436/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26436/2/2026

13 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 5.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26436/2/2026).

 

დავის საგანი:

მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების სისწორე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტი დეპარტამენტის 30.07.2025 წლის №044-28 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.12.2025 წლის №27780 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 25 936.49 ლარი.

მათ შორის:

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 14 319

ჯარიმა - 7 159.50

საურავი - 4 457.99

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2025 წლის №12606 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 1.01.2022-1.06.2025 წლების საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 25.07.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: 30.03.2021 წელს მომჩივანს იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ---ის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რომლის მიხედვით მას გადაეცა სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარა) ---ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (საძოვარი). აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის ასახული 2022, და 2023, 2024 წლის საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციებში. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.07.2025 წლის №17053 ბრძანება და ამავე თარიღის №044-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.12.2025 წლის №27780 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 203-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 205-ე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილებით, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ქონების გადასახადის შეღავათი ვრცელდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს იჯარით, შესაბამისად იჯარით აღებულ მიწაზე საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა ქონების გადასახადის დარიცხვა. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2021 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა ---ის მუნიციპალიტეტის მერიის 7.04.2021 წლის №07/2113 ცნობა, რომ მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, რის საფუძველზე განთავისუფლებული იყო სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადისაგან. ყოველწლიურად იხდიდა იჯარის თანხას. ითხოვს დარიცხული გადასახადისაგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში სათიბისა და საძოვრისათვის 16 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილების შესაბამისად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის 3 მიხედვით. ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია რომ სადავო დარიცხვა განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მომჩივანს აღებული აქვს იჯარით 30.03.2021 წლიდან. მომჩივანი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2021 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა ---ის მუნიციპალიტეტის მერიის 7.04.2021 წლის №07/2113 ცნობა, რომ მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, რის საფუძველზე გათავისუფლებული იყო სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადისაგან. ყოველწლიურად იხდიდა იჯარის თანხას. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2026 წლის №8558-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ 30.03.2021 წელს მომჩივანს იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ---ის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რომლის მიხედვით მას გადაეცემა სასყიდლიან სარგებლობაში იჯარის ფორმით ---ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საძოვარი) მიწა (ს/კ ---მ 2 . ---, საზაფხულო საძოვარი კონტური 49 "----"), ამასთან, მომჩივანს საკუთრებაში უფიქსირდება სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი(სახნავი), (ს/კ ---; ----ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ---), და ასევე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო), (---ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ----, ქუჩა, №---. 2300 მ 2 ). გადასახადის გადამხდელს 2022, და 2023, 2024 წლის საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი აქვს მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები, სადაც გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული ---ის მუნიციპალიტეტისგან იჯარით აღებულ მიწაზე ქონების გადასახადი, ჯამში 14 400 ლარის ოდენობით, ხოლო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (სახნავ) მიწასთან (ს/კ ---;----სის მუნიციპალიტეტი, სოფელი ---) დაკავშირებით, წარადგინა ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსთან დაკავშირებით. შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში ქონების გადასახადი შეუმცირდა 79,92 ლარის ოდენობით, ჯამში ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა. ამგვარად, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, ხოლო განსახილველ შემთხვევაში სადავო დარიცხვა განხორციელებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, მომჩივანზე იჯარით გადაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საბჭოს მიაჩნია, რომ იჯარით აღებულ მიწაზე მართლზომიერად განხორციელდა ქონების გადასახადის დარიცხვა და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების, გასაჩივრებული აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია რომ სადავო დარიცხვა განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მომჩივანს აღებული აქვს იჯარით 30.03.2021 წლიდან. მომჩივანი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2021 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა მუნიციპალიტეტის მერიის ცნობა, რომ მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, რის საფუძველზე გათავისუფლებული იყო სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადისაგან. ყოველწლიურად იხდიდა იჯარის თანხას. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ 30.03.2021 წელს მომჩივანს იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს მუნიციპალიტეტის მერიასთან, რომლის მიხედვით მას გადაეცემა სასყიდლიან სარგებლობაში იჯარის ფორმით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საძოვარი) მიწა, ამასთან, მომჩივანს საკუთრებაში უფიქსირდება სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი(სახნავი) და ასევე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო). გადასახადის გადამხდელს 2022, და 2023, 2024 წლის საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი აქვს მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები, სადაც გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული მუნიციპალიტეტისგან იჯარით აღებულ მიწაზე ქონების გადასახადი, ჯამში 14 400 ლარის ოდენობით, ხოლო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (სახნავ) მიწასთან დაკავშირებით, წარადგინა ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსთან დაკავშირებით. შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში ქონების გადასახადი შეუმცირდა 79,92 ლარის ოდენობით, ჯამში ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ამგვარად, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, ხოლო განსახილველ შემთხვევაში სადავო დარიცხვა განხორციელებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, მომჩივანზე იჯარით გადაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საბჭოს მიაჩნია, რომ იჯარით აღებულ მიწაზე მართლზომიერად განხორციელდა ქონების გადასახადის დარიცხვა და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების, გასაჩივრებული აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 204 (1); 205 (12;14); 206 (ქ).