გადაწყვეტილება №26981/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26981/2/2026
15 აპრილი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 24.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26981/2/2026).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.01.2026 წლის №CB1856247 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2026 წლის №4509 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ავტომობილი (სახ. №---) და დადგინდა, რომ ----- (პ/ნ ---) ახორციელებდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1.7მ3 მოცულობის წიფლის ჯიშის საპარკეტე ფრიზის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.01.2026 წლის №CB1856247 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.02.2026 წლის №4509 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 12 ნაწილით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
20.12.2025 წელს სატრანსპორტო საშუალებით (სახ. №---) მძღოლი --- (პ/ნ ---) ---ის მუნიციპალიტეტში ---ს ტერიტორიაზე განთავსებულ საწყობის ტერიტორიაზე ერთი კარებიდან მეორე კარების მიმართულებით, რომელთა შორის მანძილი არის სულ რაღაც 10 მეტრი გადაჰქონდა წიფლის ჯიშის საპარკეტე ფრიზა რაოდენობით 1,7მ3. მანძილის სიმცირის გამო საჭიროდ არ მიიჩნია სასაქონლო ზედნადების გამოწერა. საპარკეტე ფრიზა მიუხედავად იმისა, რომ არის პირველადი გადამუშავების პროდუქტი, არ წარმოადგენს პროდუქციის საბოლოოს სახეს პარკეტს, რის წარმოებასაც ახორციელებს. საპარკეტე ფრიზა განეკუთნება პირველადი გადამუშავების პროდუქტის იმ სახეობას რომლის თერმული და ტექნიკური გადამუშავების შედეგად მიიღება მზა პროდუქცია პარკეტი. თერმული და ტექნიკურ დამუშავების დროს კი უმეტეს შემთხვევაში დანაკარგი (ხარჯი) ბევრია. შესაბამისად საპარკეტე ფრიზის ღირებულება საქართველოში არსებულ ბაზარზე არის ბევრად მცირე ვიდრე შეფასებული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის მიერ. 14.11.2023 წელს და 27.01.2024 წელს შპს „----გან“ (ს/ზ №----) შეძენილი იქნა საპარკეტე ფრიზა რაოდენობით 34მ3 , რომლის ღირებულება შეადგენდა 450 ლარს. არსებული პროდუქციის ნაშთი შემოსავლების სამსახურის ხე-ტყის მოდულში ასახულია და ფიქსირდება ნაშთის სახით. 14.09.2024 წელს სასაქონლო ზედნადებით (№---) რეალიზებული იქნა ნაშთად არსებული პროდუქტი რაოდენობით 2მ3 , რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 500 ლარით. არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის შეფასებას და ითხოვს საქონლის საბაზრო ღირებულების შეფასება განხორციელდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასევე, გაუქმდეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მოხდეს ჩამორთმეული საქონლის დაბრუნება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ:
ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები. მომჩივნის განცხადებით, მანძილის სიმცირის გამო საჭიროდ არ მიიჩნია სასაქონლო ზედნადების გამოწერა. საპარკეტე ფრიზა მიუხედავად იმისა, რომ არის პირველადი გადამუშავების პროდუქტი, არ წარმოადგენს პროდუქციის საბოლოოს სახეს პარკეტს, რის წარმოებასაც ახორციელებს. საპარკეტე ფრიზა განეკუთნება პირველადი გადამუშავების პროდუქტის იმ სახეობას რომლის თერმული და ტექნიკური გადამუშავების შედეგად მიიღება მზა პროდუქცია პარკეტი. თერმული და ტექნიკურ დამუშავების დროს კი უმეტეს შემთხვევაში დანაკარგი (ხარჯი) ბევრია. შესაბამისად საპარკეტე ფრიზის ღირებულება საქართველოში არსებულ ბაზარზე არის ბევრად მცირე ვიდრე შეფასებული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის მიერ. სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენეტის 2.04.2026 წლის №28883-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა რომ: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა (სახ. ---), რა დროსაც დადგინდა, რომ ---- (პ/ნ ----) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (1800 ლარის საბაზრო ღირებულების 1,7მ3 დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1856247 და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მინდობილ პირს ---ს (პ/ნ ----) ჩამოერთვა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელმაც დაადასტურა სასაქონლო-ზედნადების არქონის ფაქტი. აღნიშნული ხე-მასალის რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 9.01.2026 წლის №62275/12/25 დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმად: მომჩივნის კუთვნილი წიფლის ჯიშის საპარკეტე ფრიზის (მოხარშული), საერთო რაოდენობამ შეადგინა 1.7მ3 ჯამური საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის შეადგენდა 1 870 ლარს (1,7*1100.00), დღგ-ის ჩათლით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან, დგინდება წიფლის ჯიშის საპარკეტე ფრიზის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი, ამასთან, საქონლის შეფასებასთან დაკავშირებით მომჩივანს არ წარმოუდგენია თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ავტომობილი და დადგინდა, ახორციელებდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1.7მ3 მოცულობის წიფლის ჯიშის საპარკეტე ფრიზის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 12.