N 319 - 10/12/2025 - „მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 4 ივნისის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №319
2025 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 4 ივნისის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 4 ივნისის №188 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/06/2024, სარეგისტრაციო კოდი: 200000000.22.033.017827) დამტკიცებული „მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესის“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ანგარიშის წარდგენის დრო
ამ წესით გათვალისწინებული მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საანგარიშგებო ფისკალური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 კალენდარული თვისა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე