N 220 - 12/06/2023 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №220
2023 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, №33, 31/03/2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 128-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1686648222232 {width:502.5pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„128
„eCustoms-სა“ და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დეკლარაციის ან/და რეექსპორტის დეკლარაციის შესახებ, საგადასახადო ანგარიშფაქტურის შესახებ, სასაქონლო ზედნადების შესახებ, საგადასახადო დოკუმენტის შესახებ, სალარო აპარატის Z − რეპორტების შესახებ, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის შესახებ დამუშავებული ინფორმაციის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის საშუალებით მიწოდება
ერთ პირზე ინფორმაციის მოთხოვნა – 0.5 ლარი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე