N 224 - 18/05/2021 - „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 18.05.2021
№ დოკუმენტი 224
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2021 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022038) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის –„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2022 წლის 1 ივნისამდე საბურავების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში და შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:“.

3. ტექნიკური რეგლამენტის დანართი I ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი I

 

ბაზარზე განთავსებული საბურავების აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლები წლების მიხედვით

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690787501005 {width:98.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }

2023

2024

2025

2026

2027

2028

2029

2030

2031

2032

 

აღდგენა

20%

25%

30%

35%

40%

45%

50%

55%

60%

65%

 

ენერგიის აღდგენა

10%

12%

15%

18%

20%

23%

25%

27%

30%

32%

 

რეციკლირება პროტექტორის აღდგენა

10%

13%

15%

17%

20%

22%

25%

28%

30%

33%

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე