N 2573-XIმს-Xმპ - 09/02/2023 - საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 22.01.2003, მუხ. 25) 432 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის შერჩევასა და მასთან გასაფორმებელ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მარეგულირებელი ნებისმიერი სხვა ნორმატიული აქტის მოქმედება. კონკურენტული შერჩევის პროცედურასა და მისი განხორციელების წესს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,9 თებერვალი 2023 წ.
N2573-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე