ბრძანება N 5037

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.03.2023
№ დოკუმენტი 5037
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5037

15.03.2023

შპს „----------------ს“ (ს/ნ ----------------)

(მის: ქ. თბილისი, ----------------------)

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „----------------ს“ (ს/ნ ----------------) №13186/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 7 დეკემბრის №ა221-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტს, „გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ“ 2022 წლის 20 დეკემბრის №32006 ბრძანებას და 2022 წლის 20 დეკემბრის №002-232 საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ი/მ ------- --------, გარკვეულ მიზეზთა გამო, იმყოფება კონფლიქტურ დამოკიდებულებაში შპს „----------------ს“ ერთ-ერთ დირექტორთან და თანადამფუძნებელთან, რის გამოც იღებს ყველა ზომებს, რომ მას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს. კონკრეტულ შემთხვევაში, ი/მ------ ---------ს მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის მიწოდებული, 2019 წლის -- ოქტომბრით დათარიღებული კონტრაქტი მხარეთა შორის არ დადებულა. ასეთი კონტრაქტი ბუნებაში არ არსებობს. წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გაკეთებულია მხოლოდ ბოლო გვერდზე, რომელიც ასევე გაყალბებულია. მხარეთა შორის ურთიერთობა შემოიფარგლა მხოლოდ ინვოისით. ასევე მხარეთა შორის არ შექმნილა მის მიერ წარმოდგენილი ინვოისები, სადაც ერთეულის ფასია 45 000 რუსული რუბლი. შემდგომ გამყიდველმა, გადმოაგზავნა განმარტებითი წერილი, სადაც აღნიშნა, რომ 2019 წლის - დეკემბრის ინვოისში მითითებული ფასი (700 000 რუსული რუბლი) მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯსაც. მომჩივნის განმარტებით, ამ დოკუმენტით მან დაადასტურა, რომ ინვოისში მითითებული ფასი შეესაბამება მხარეთა შორის შეთანხმებული გარიგების ნამდვილ ფასს - 1 ერთეული 14 000 რუბლი, ხოლო ი/მ ------- --------ის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება, თითქოს წინა პერიოდში იგივე თვითგორიალები თვითონ სხვა კომპანიისგან შეიძინა 39 000 რუბლად, არ შეესაბამება რეალობას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „----------------მ“ -----ში ორი ინვოისის (უნომრო, 29.--.19 და უნომრო, 08.--.19) საფუძველზე, ინდ/მეწარმე - -- „------------“-ისაგან შეიძინა და ორი საბაჟო დეკლარაციით (№--------, 03.--.19 და №---------, 10.--.19) საქართველოში შემოიტანა 100 (50+50) ერთეული ელექტრო თვითგორიალა (სკუტერი - ).

თითოეულ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში და ინვოისში საქონლის რაოდენობა შეადგენს - 50 ერთეულს, ხოლო ღირებულება - 700 000 ---ს. საქონლის ჯამური ღირებულება ორივე საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შეადგენს - 1 400 000 --ს, ხოლო საქონლის ერთეულის ფასი - 14 000 --ს, თუმცა შემოწმების მასალებიდან (№--------------), კერძოდ, მოვაჭრე მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტისა (№----------) და ინვოისების (უნომრო, 02.-.19 და უნომრო, 11.-.19) მონაცემების თანახმად, საქონლის ერთეულის რეალური ფასი შეადგენს - 45 000 --ს. შესაბამისად, 100 ერთეული სკუტერის ჯამურმა ღირებულებამ ნაცვლად - 1 400 000 --სა, შეადგინა - 4 500 000 ----ი.

თავის მხრივ, ექსპორტიორს (--- „-----------“) სკუტერები შეძენილი აქვს --ში კომპანია - -- „------------------“-საგან - 3,900,000.0 --ად (ერთეულის ფასი - 39 000 --ი), რასაც ადასტურებს შემოწმების მასალებში არსებული კონტრაქტი №----- (27.-.19) სუბიექტებს შორის საქონლის მიწოდებაზე.

საგულისხმოა ასევე შემოწმების მასალებში მოძიებული, სკუტერის მოხმარების სახელმძღვანელო ინსტრუქცია, სადაც იდენტიფიცირებულია მისი მოდელი (----------------) და მწარმოებელი ჩინური კომპანია „----------“. კომპანიის საიტებზე( --------) თავისუფლად იძებნება მოდელის ტექნიკური მახასიათებლები და ღირებულების ინტერვალი (500-დან 1000 აშშ დოლარამდე).

განცხადებაში მოყვანილი მტკიცებულებით, პროდუქცია საქართველოში მიწოდებულია აბსოლუტურად ახალ მდგომარეობაში და ორიგინალურ ქარხნულ შეფუთვაში. შესაბამისად, გამოიკვეთა საიტზე განთავსებული სკუტერის ფასებსა და იმპორტირებული ანალოგის ფასებს (217-220 -- --ი) შორის მნიშვნელოვანი სხვაობა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით განხორციელებული გადაანგარიშების შედეგად, სსდ-ებში გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა დღგ, ასევე სანქცია ჯარიმის სახით, გათვალისწინებული საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. კერძოდ:

№11116-C13514 (03.12.19) საქონლის საბაჟო დეკლარაციაში: დღგ - 12,880.0 ლარი და ჯარიმა - 12,880.0 ლარი;

№11116-C143880 (10.12.19) საქონლის საბაჟო დეკლარაციაში: დღგ - 12,888.0 ლარი და ჯარიმა - 12,888.0 ლარი.

სულ ძირითადი გადასახდელის (დღგ) ოდენობა ორივე საბაჟო დეკლარაციაზე შეადგენს - 25,768.0 ლარს, ხოლო სანქციის ოდენობა - 25,768.0 ლარს. ჯამში დასარიცხი თანხის ოდენობამ შეადგინა - 51,536.0 ლარი.

სადავო ადმინისტრაციულ აქტებს და შესაბამის მასალებს ადრესატი გაეცნო მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით (rs.ge) 2022 წლის 27 დეკემბერს და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა ჩაბარებულად. ამასთან, საქმის მასალები შესაბამისი რეაგირებისთვის გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანო უფლებამოსილია იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის ოდენობა განსაზღვროს ამ ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ამათან, ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით მოვაჭრე მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტისა (№----------, 20.--.19) და ინვოისების (უნომრო, 02.--.19 და უნომრო, 11.--.19) მონაცემების თანახმად, საქონლის ერთეულის რეალური ფასი შეადგენს - 45,000.0 რუბლს. ამდენად, 100 ერთეული სკუტერის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა - 4,500,000.0 რუსული რუბლი. ასევე საგულისხმოა, რომ ექსპორტიორს სკუტერები შეძენილი აქვს რუსეთში 3,900,000.0 რუსულ რუბლად (ერთეულის ფასი - 39,000.0 რუბლი). ამასთან, კომპანიის საიტებზე იძებნება მოდელის ტექნიკური მახასიათებლები და ღირებულების ინტერვალი არის 500-დან 1000 აშშ დოლარამდე.

საქმის მასალებით დასტურდება საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტი, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ჯარიმა და წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების დარიცხვა მართლზომიერია.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-------------ს“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა ორი ინვოისის საფუძველზე, ინდ/მეწარმისაგან შეიძინა და ორი საბაჟო დეკლარაციით საქართველოში შემოიტანა 100 ერთეული ელექტრო თვითგორიალა (სკუტერი).

განცხადებაში მოყვანილი მტკიცებულებით, პროდუქცია საქართველოში მიწოდებულია აბსოლუტურად ახალ მდგომარეობაში და ორიგინალურ ქარხნულ შეფუთვაში. შესაბამისად, გამოიკვეთა საიტზე განთავსებული სკუტერის ფასებსა და იმპორტირებული ანალოგის ფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის №30595 ბრძანებით დაინიშნა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება ხსენებული საქონლის საბაჟო დეკლარაციების მიმართ, შედგა საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი №ა221-21-10, ასევე გამოიცა №32006 ბრძანება გადამხდელზე გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ. გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №002-232, რომელთა თანახმად საქონლის საბაჟო დეკლარაციებში გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა დღგ, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ასევე სანქცია ჯარიმის სახით.

ამასთან, საქმის მასალები შესაბამისი რეაგირებისათვის გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64(2„ბ“ ); 302(6);

საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:13(2 „ა“ და „ბ“); 27(1 „თ“ ); 30(2„ა“ და „ბ“, 6, 9 ,10 ); 163(1); 167(1,5);

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი.