მოგებული თანხის დაბეგვრა N 2409

2409 მოგებული თანხის დაბეგვრა - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 2409
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მოგებული თანხის დაბეგვრა N 2409

ფაქტობრივი გარემოებები

•2010 წელს საწარმომ, რომელმაც მოაწყო გათამაშება (ტოტალიზატორი), გამარჯვებულ ფიზიკურ პირს გადაუხადა მოგებული თანხა

•ვარიანტი 1: მოგებული თანხიდან (2000 ლარი) საწარმომ დააკავა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადი 12% -იანი განაკვეთით - 240 ლარი და ხელზე გასცა მოგება - 1 760

•ვარიანტი 2: მოგებულ თანხასთან დაკავშირებით საწარმომ არ დააკავა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადი და ხელზე სრულად გასცა მოგება - 2 000 ლარი

•ვარიანტი 3: მოგებულ თანხასთან დაკავშირებით საწარმომ არ დააკავა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადი და გამარჯვებულს სრულად გადასცა მოგებული თანხა - 2 000 ლარი, რომელსაც შემდგომში დაარიცხა 12 % და ბიუჯეტში გადაიხადა 240 ლარი და აღნიშნული თანხა (2 240 ლარი) სრულად მიაკუთვნა გამოსაქვით ხარჯებს

შეფასება

•სსკ-ს 281-ე მუხლის, 23-ე პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგებული ფულადი პრიზი იბეგრება 12%-ნი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით

•პირველ ვარიანტში, საწარმოს ქმედება მართლზომიერია

•მე-2 ვარიანტში, საწარმო ვალდებული იყო, შეესრულებინა საგადასახადო აგენტის ფუნქიცა და დაეკავებინა კუთვნილი გადასახადი, სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად

•მე-3 ვარიანტში, საწარმოს უფლება ჰქონდა თავად გადაეხადა დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი, ამასთან მას აღნიშნული თანხა (240 ლარი) არ უნდა გამოექვითა ერთობლივი შემოსავლიდან

ღონისძიებები

•მე-2 ვარიანტში, პირს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა

•მე-2 ვარიანტში, პირი დაჯარიმდება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ 132-ე მუხლი)

•მე-2 ვარიანტში პირს დაეკისრება ჯარიმა დაკავებული თანხის ბიუჯეტში გადაუხდელობის გამო (სსკ-ის 134-ე მუხლი)

•მე-3 ვარიანტში, პირს დაუკორექტირდება (შეუმცირდება) გამოსაქვითი ხარჯები და დასაბეგრი მოგება, ასევე დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი

•მე-3 ვარიანტში, პირი დაჯარიმდება მოგების დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე