საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტი N 0727
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტი N 0727
ფაქტობრივი გარემოებები
•2009 წელს საწარმომ დამკვეთთან გააფორმა ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. ხელშეკრულების მიხედვით საწარმო აღნიშნულ სამშენებლო სამუშაოებს დამკვეთს გადასცემდა პერიოდულად მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე
•ერთ-ერთ ეტაპზე, შესრულებული სამუშაოს უხარისხობის მოტივით, მიმღებმა უარი განაცხადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე, რის შედეგადაც შეწყდა კონტრაქტი და დაიწყო სასამართლო დავა
•ვარიანტი I: ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი შეფასებისთვის, ექსპერტიზის დასკვნის სავალდებულო მოთხოვნას
•ვარიანტი II: ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი შეფასებისთვის, ექსპერტიზის დასკვნის სავალდებულო მოთხოვნას
შეფასება
•I ვარინტში იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებლის მიერ სრულად არ არის ყველა ვალდებულება შესრულებული, კერძოდ წარდგენილი არაა საექსპერტო დასკვნა ან აღნიშნული დასკვნა უარყოფითია, აღნიშნული ვერ დაკვალიფიცირდება მომსახურების მიწოდებად და შესაბამისად არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას,შესაბამისი დასკვნის ან/და სასამართლოს მიერ დამკვეთი პირის პოზიციის გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე
•II ვარინტში თუ ხელშეკრულებით სხვა დოკუმენტის წარმოდგენა გათვალისწინებული არაა და ამასთან, პირი თვლის რომ მან სრულად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, დავის პერიოდი ვერ შეცვლის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტს, შესაბამისად საწარმოს მიერ აღნიშნული შენობის მიწოდება უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით. ხოლო სასამართლოს მიერ მიმწოდებელი პირის პოზიციის გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება
ღონისძიებები
•პირის საგადასახადო ვალდებულება უნდა განისაზღვროს შეფასებაში დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით
იგულისხმება, რომ წინა ეტაპებზე მიღება-ჩაბარების აქტით განხორციელებული მიწოდებები დაბეგრილია სსკ-ის ნორმების შესაბამისად.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 20 ივნისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც